Logo

სამუშაო შეხვედრა - ქმედების შემდგომი შეფასება 2019 წელს წითელას აფეთქებაზე რეაგირებისა და მართვის შესახებ 6-7 ნოემბერი

title

2019 წლის 6-7 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით

ქმედების შემდგომი შეფასება 2019 წელს წითელას აფეთქებაზე რეაგირებისა და მართვის შესახებ 

შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ცენტრის თანამშრომლები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

შეხვედრა მოიცავდა რამოდენიმე სესიას შემდეგ თემებზე: რა ხდებოდა რეაგირებამდე, დროის გრაფიკის შედგენა ძირითადი ეტაპების გამოვლენის მიზნით და საგანგებო რეაგირების ღონისძიებები, გამოწვევებისა და მოწინავე პრაქტიკის გამოვლენა რეაგირების დროს, მსოფლიო კაფე-ყველა სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი ღონისძიებების მიმოხილვა და ღონისძიებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

შეხვედრაზე  რეაგირების და კოორდინაციის, რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის და ვაქცინაციის ჯგუფებში მიმდინარეობდა თემების განხილვა და დისკუსია.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება.