title
წელს ჯანმოს რიგით მესამე კამპანია „სიტყვებიდან ქმედებებამდე - ჯანმრთელობა ყველასთვის“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
COVID-19-ის კონტექსტში აღნიშნული ღონისძიების ვირტუალური ფორმატი შესაძლებლობას იძლევა გახდეს უფრო გლობალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და კეთილდღეობის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
ვირტუალური ღონისძიება ჩატარდება 16-17 მაისს. ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი სახლებიდან ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ვირტუალურ კამპანიაში.
ვირტუალური კამპანია ხელს შეუწყობს ძალისხმევას #დარჩისახლშიჯანმრთელი, მოახდენს ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა სახის პოპულარიზაციას და სტიმულს მისცემს ადამიანებს ჩაერთონ ამ აქტივობებში. ეს ხელს შეუწყობს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას ჯანსაღი კვების, ხელების ჰიგიენის, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ფოკუსირებით.
ჯანმო და პარტნიორი ორგანიზაციები რამდენიმე ონლაინ პლატფორმის დახმარებით განახორციელებენ საინფორმაციო სესიებს, ონლაინ დისკუსიებს ჯანდაცვის ექსპერტებთან. განხილული იქნება თემები, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი დაბერება.
პროექტის პირველი ორი რაუნდი ჩატარდა ჟენევაში და მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა. 2020 წელს, ვირტუალური ფორმატის გათვალისწინებით, ჯანმო კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვას ელოდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ პირველი ორი ღონისძიების მსგავსად პარტნიორები მხარს დაუჭერენ მიმდინარე წლის კამპანიას. მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სამეცნიერო და აკადემიური დაწესებულებები.
მიმდინარე წლის ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჯანდაცვის სერვისების მნიშვნელოვან როლზე და მათთან უწყვეტი წვდომის ხელშეწყობაზე.
ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მხარდამჭერებს საშუალება მიეცემათ დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ, თუ როგორ ცდილობენ ხელი შეუწყონ საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
2020 წელი ექთნებისა და ბებიაქალების წლად გამოცხადდა. COVID-19–ის პანდემიის დროს ჯანდაცვის მუშაკების როლს განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება. ამ ვირტუალური კამპანიის განმავლობაში, ჯანდაცვის მუშაკების როლს კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი.
რას მოიცავს ღონისძიებების პროგრამა?
ღონისძიება ჩატარდება გლობალური ვირტუალური ონლაინ-ესტაფეტის სახით, რომელსაც 16 მაისს მსოფლიოს მასშტაბით რიგ-რიგობით შეუერთდება ჯანმოს რეგიონული ოფისები და დასრულდება ჟენევაში 24 საათის შემდეგ, 17 მაისს, ჯანდაცვის 73-ე მსოფლიო ასამბლეის გახსნის დღეს.
პროგრამა გაიხსნება 16 მაისს, WHO-ს დასავლეთ წყნარი ოკეანეს რეგიონის ოფისის (მანილა, ფილიპინები) ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, რის შემდეგაც გადაინაცვლებს სხვა რეგიონულ ბიუროებში, დელიში, კაიროში, ბრაზავილში, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონში. კვირას, 17 მაისს, ესტაფეტა მიაღწევს ჯანმო-ს შტაბს ჟენევაში, სადაც მოვლენები დაიწყება ადგილობრივი დროით 11 საათზე.
24 საათიანი ონლაინ-ესტაფეტის ფარგლებში, ადამიანებს, მთელი მსოფლიოდან, ექნებათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ვირტუალური ღონისძიებების ფართო ჩამონათვალში. მაგალითად, იოგას კლასები, ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანის სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობა, მედიტაციის სეანსები, ადგილზე ან შეზღუდულ პერიმეტრზე გასეირნება (ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით). ყველა ამ საქმიანობის მიზანია ადამიანებმა იმოქმედონ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის. ასევე იქნება მუსიკალური, ინფორმაციული და ინტერაქტიული ღონისძიებები და მრავალი სხვა.
ღონისძიების მიზანი
-
ჟენევაში და მთელს მსოფლიოში ჯანმო–ს და ჯანდაცვის სხვა ინსტიტუტების საქმიანობის და მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ჟენევის, როგორც ცენტრალური ქალაქის როლის ხაზგასმა გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
-
ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანსაღი ქცევის პოპულარიზაცია, არა მხოლოდ COVID-19-ის კონტექსტში, არამედ როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გრძელვადიანი სტრატეგია.
-
სამედიცინო პერსონალის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავენ ჩვენს ჯანმრთელობას.
-
გაეროს ფონდისა და შვეიცარიის საქველმოქმედო ფონდის მიერ შექმნილი COVID-19-ის სოლიდარობისა და რეაგირების ფონდის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ღონისძიება ჩატარდება
ჯანმოს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე (Facebook, Twitter, Youtube, LinkedIn, Tik Tok),
ერთი და იმავე დროს. შეუერთდით ნებისმიერ თქვენთვის სასურველ პლატფორმას და მიიღეთ მონაწილეობა.
დღის წესრიგი:
https://www.who.int/news-room/events/global-walk-the-talk/walk-the-talk-2020
ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ:
ვირტუალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა. კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით
walkthetalk@who.int
https://apps.who.int/datacol/survey.asp?survey_id=745
წყარო:
https://www.who.int/news-room/events/detail/2020/05/16/default-calendar/walk-the-talk-the-health-for-all-challenge?utm_source=sendinblue&utm_campaign=vWTT20__Recrutement_1__ENG&utm_medium=email