Logo

პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის ბიჭებისთვისაც უფასოა

title

პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის  ბიჭებისთვისაც უფასოა.  აღნიშნული ასაკის მოზარდების ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. კურსი 2 დოზას მოიცავს და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 

აქამდე, პაპილომა ვირუსზე აცრა,  ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამის მიხედვით, 10 - 11 - 12 წლის გოგონებისთვის  იყო ხელმისაწვდომი. გასული წლიდან კი, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 26 წლის ჩათვლით შეუძლიათ. 

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5843261?publication=0&fbclid=IwAR2Gyj_iKENwL4jKpQj25tL5qF1IojgBZq8i2gUcDA_o9f5rwY3IuJnejf8%23DOCUMENT%3A1%3BHEADER%3A1%3B#DOCUMENT:1;HEADER:1