Logo

საქართველოში, 2015-2016-2017 წლებში, ადამიანის ცოფით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა!

title

2018 წლის 17 იანვარს, იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის პასუხად კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. სწორედ იმუნიზაციის პროგრამის სწორი პოლიტიკისა და წარმატებულობის დადასტურებაა, რომ 1990 წლიდან პირველად 2015 წელს და შემდგომ 2016-2017 წლებში მიღწეულია ადამიანებში ცოფის შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი საქართველოში.