Logo

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ კოორდინირებული ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა

title საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ კოორდინირებული ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა 2018 წლის 31 ივლისს, 13 საათზე, თელავის სახელმწიფო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, რომელიც ეძღვნებოდა ჰეპატიტის მსოფლიო დღეს.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ, C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გამართა და პროგრამის ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას. 
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ კახეთის რეგიონში C-ჰეპატიტის მიკროელიმინაციაში მონაწილე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
C ჰეპატიტის კამპანიის ახალი ტალღა 28 ივლისს, პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრთან - დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.