Posted on:
01.04.2020
title
2020 წლის 3 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა COVID-19-ის ლაბორატორიულ განმახორციელებლებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი თამარ გაბუნია. ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს გაფართოებული ტესტირების ლაბორატორიული შესაძლებლობებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.