title
C ჰეპატიტის სკრინინგით მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვის მიზნით, 2015 წლიდან ქვეყანაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ, სკრინინგის კომპონენტში ჩართული იქნა დკსჯეც რეგიონული წერტილები (რეგიონული ლაბორატორიების ბაზაზე)და მოძრავი ლაბორატორიები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სამედიცინო დაწესებულებები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სააფთიაქო ქსელი; სტაციონარულ დაწესებულებებს, სანებართვო პირობებშიშესული ცვლილების შესაბამისად, 2016 წლის ნოემბრიდან ისკრინება ყველა ჰოსპიტალიზებული პირი; ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, სკრინინგში მონაწილეობის მიღების მიზნით მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მოწვევა დაეგზავნა საქართველოს მოქალაქე 30-60 წლის ასაკის მამაკაცებს.
ზემოაღნიშნული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა სკრინინგული კვლევის ჩატარების მიზნით მოქალაქეთა მომართვიანობამ. დღეის მდგომარეობით C ჰეპატიტზე დასკრინულია 1.363.262 უნიკალური პირი (მ.შ. პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია 1,292,851 პირი), რომელთაგან სკრინინგით დადებითია 118.141 პირი 8,67% (მ.შ. პირადი ნომრით უნიკალური 99.513 – 7,70%).
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე აქტიური ინფექციის მატარებელი მოსახლეობის იდენტიფიკაციისათვის, სკრინინგების საშუალოთვიური რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სკრინინგის სერვისებისადმი მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა.
C ჰეპატიტის სკრინინგის ღონისძიებების გაფართოება განსაკუთრებით ეფექტურია მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორითაც გამოირჩევა იუსტიციის სახლები. კერძოდ, მოწოდებული სტატისტიკით, იუსტიციის მხოლოდ 12 სახლში, რომლებიცგანთავსებულია რეგიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში, მოსახლეობის ნაკადი თვეში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 450 ათას ადამიანს. მიმდინარე წელს C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში 2-8 აგვისტოს, 5 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისისიუსტიციის სახლში ჩატარებული გასვლითი აქციის დროს დაისკრინა 833 პირი, რომელთაგან პირველადად გამოვლინდა სკრინინგით დადებითი 29 ახალი შემთხვევა (3,5%). აღნიშნული წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროსთანერთად დაიგეგმა მათი საჯარო სივრიცის C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში ჩართვა, მომზადდა და მთავრობის მიერ მოწონებული იქნა დადგენილების პროექტი იუსტიციის სახლებში მუდმივმოქმედი სკრინინგკუთხეების მოწყობის თაობაზე.
შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან იუსტიციის სახლის 3 ოფისში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) მოეწყო სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები, სადაც მოსახლეობას შეეძლება უფასოდ მიიღოს აღნიშნული სერვისი, ხოლო დანარჩენ 9 ოფისში სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე თვის მეორე ნახევარში.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება წელიწადში დაახლოებით 400 ათასზე მეტი ადამიანის დასკრინვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მიღწევის გზაზე.