Logo

ლუგარის ს/ჯ კვლევით ცენტრში გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა 10.09.2021

title

2021 წლის 10 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ერთობლივი პროექტის “C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და ხარისიხის გარე კონტროლის მიმართულებით რეგიონალური ტრეინინგ ცენტრის ჩამოყალიბება ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით” ფარგლებში  ლუგარის ს/ჯ კვლევით ცენტრში გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების    სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა და პროექტში    მონაწილე  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ლაბორატორიებიდან მოწვეულმა სტუმრებმა.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროექტში მონაწილე  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ლაბორატორიების წარმომადგენლები გაცნობოდნენ ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების სტატისტიკურ ანალიზსა და პროექტის მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, თუ როგორ მოხდა  ხარისხის გარე კონტროლის პანელების დიზაინი, მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, ინდივიდუალური ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვედრამ ნათლად წარმოაჩინა, რომ  ლაბორატორის ხარისხის გარე კონტროლის პროგრამა  უნიკალური შესაძლებლობაა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სიზუსტის მონიტორინგისთვის, კლინიკურ საქმიანობაში დაშვებული შეცდომების იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრისათვის.