Logo

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 17-23 მაისი, 2021

title

17-23 მაისი, 2021 - გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეექვსე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მისი გზავნილი გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #StreetForLife# #ქუჩებისიცოცხლისთვის# და თემა  ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტის 30კმ/სთ-მდე შემცირება - გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს. 
კვირეულის მიზანია:
ურბანულ გზებზე 30 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვების დაწესების თაობაზე პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების სტიმულირება
საკითხის გასაჯაროება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება 
პოლიტიკა, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს, მდგრადი და ინკლუზიური ტრანსპორტისთვის, ასევე უზრუნველყოფს კლიმატისა და თანასწორობის დაცვას, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც უკავშირდება  ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, მდგრად ქალაქებს, სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებას.
30 კმ / სთ სიჩქაის ქუჩები გადაარჩენს სიცოცხლეს და იცავს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს: ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. 
დაბალ სიჩქარეზე მორგებული ქუჩების დაპროექტება აუცილებელია:
მანქანით გადაადგილებაზე უარის თქმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და CO2-ით ჰაერის დაბინძურების შემცირების ხარჯზე, გარემოს კლიმატის გასაუმჯობესებლად
ფიზიკური აქტივობის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის წასახალისებლად
სოციალური  სამართლიანობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის; ხანდაზმულთათვის; ყველასთვის, ვინც დაუცველია
ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლისა და მომავლის გადასარჩენად
საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონამდე ადამიანი კი  ზიანდება და შრომისუუნარო ხდება. საგზაო შემთხვევებით განპირობებული ლეტალობა 5–29 წლის ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ამ საგანგაშო საერთაშორისო სტატისტიკაში წვლილი საქართველოსაც შეაქვს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7 921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რიცხვი 9,5%-ით, დაღუპულ პირთა რაოდენობა კი,  5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა).  2020 წელს საქართველოში სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა  6 640 მოქალაქე 450 კი, გარდაიცვალა. 
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, დროა, შევუერთდეთ მოწოდებას #ქუჩები ჯანმრთელობისთვის#, #ქუჩები კლიმატისთვის# #ქუჩები ხალხისთვის#! ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ #ქუჩებისიცოცხლისთვის# შესაქმნელად!
შემოუერთდით სოციალურ კამპანიას, ატვირთეთ სოციალურ ქსელებში საჯარო ფოტო/ვიდეო მიმართვები ჰეშთეგით #StreetForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის#, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლეს!
შეანელე სვლა გაუფრთხილდი სიცოცხლეს!
სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს!
უმნიშვნელო ცვლილება მნიშვნელოვანი შედეგი!

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო), დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს სოციალურ კამპანიას, რაც გულისხმობს სოციალურ ქსელებში ვიდეო და ფოტო მიმართვების დადებას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაგვიზიარებენ თავიან გამოცდილებას და რჩევებს, თუ რატომ არის დაბალი სიჩქარე ქუჩებში მნიშვნელოვანი, როგორ შეგვიძლია შევამციროთ საგზაო შემთხვევები და შეგვახსენებენ რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. მოკლე, რამდენიმე წამიანი ვიდეო მიმართვებით, აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები  კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ საგზაო უსაფრთოების მნიშვნელობას. ვიდეოები გავრცელდება როგორც საქართველოს, ასევე გლობალური მასშტაბით.

https://www.unroadsafetyweek.org/en/streets-for-life

https://www.unroadsafetyweek.org/en/get-involved#read

https://www.unroadsafetyweek.org/en/home