Posted on:
11.04.2022
title
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სამუშაო სახის შეხვედრა გაიმართა მდგრადი ურბანული მობილურობის პროექტის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ქ-ნ მარტინა კოლბთან და მოწყვლადი იძულებით დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის პროექტის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ქ-ნ ფრედერიკ როჩოვანსკისთან.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, მოკვლევა, თუ რა საჭირობები აქვს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის დროს, განსაკუთრებით ვაქცინაციის პროცესში და რა სახის ჩართულობაა შესაძლებელი GIZ-ის მხრიდან. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.