Logo

ახალი ინიციატივა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად

title

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა.


შეხვედრაზე, მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა.


ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივის (GBCI) განხორციელების ჩარჩოებიც მიმოიხილეს, რაც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს.შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები ესწრებოდნენ.