title
საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი
იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა:
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის
საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და
საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პროექტის „იტალია- საქართველო - გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის“ ფარგლებში;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და
იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინიერების კორპუსს შორის;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ
- განათლების საერთაშორისო ცენტრ „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის;
• შეთანხმებას მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და
იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;
• თანამშრომლობის პროგრამას, სამეცნიერო ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში სსიპ
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და
იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;
• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და
იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
• შეთანხმებას საქართველოს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას „COTEC“ შორის;