Logo

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული, 23 -29 იანვარი, 2022

title

ფაქტი ადამიანის პაპილომა ვირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს  შესახებ


საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობა 100,000 ქალზე საშუალოდ 17-ს შეადგენს წელიწადში, ხოლო ყოველწლიურად გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში მერყეობს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითად გამომწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) წარმოადგენს
საშვილოსნოს ყელის ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება შესაძლებელია აპვ ვაქცინაციისა და სკრინინგის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

გაეცანით  7 ძირითად ფაქტს  აპვ-ს შესახებ:

1.    აპვ ფართოდ გავრცელებულია
    ორი ტიპის (მე-16 და მე-18) აპვ იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%-ს.
    აპვ გავრცელებული ვირუსია, რომელიც სქესობრივად აქტიური ადამიანების 80%–ში გვხვდება.

2.    აპვ-ს ორი ტიპი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და  კიბოსწინარე მდგომარეობების 70%-ზე მეტს
    ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას
    რუტინული აპვ ვაქცინაცია რეკომენდირებულია 9-13 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება  45 წლამდე მოზრდილებშიც ჩატარდეს
    საშვილოსნოს ყელის კიბო ინკურნება, თუ ადრეულ სტადიაზეა  დიაგნოზცირებული და დროულადაა ნამკურნალები!

3.    აპვ ვაქცინაცია გვეხმარება პრევენციაში
    თუ თქვენმა შვილმა გამოტოვა აპვ ვაქცინაცია, იქნებ არ არის გვიან, დაელაპარაკეთ ოჯახის ექიმს.

4.    რუტინული HPV ვაქცინაცია რეკომენდირებულია 9-13 წლის ასაკში, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს მოზრდილებშიც
    2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#4) ქვეყანაში დაიგეგმა 13-18 წლის ასაკის გოგონებში „გაწმენდის“ რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:
    ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
    ბ) 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

5.    საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება იყოს პირველი ონკოლოგიური დაავადება, რომელის ელიმინაცია შესაძლებელია
 საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება იყოს პირველი სიმსივნე სამყაროში,რომლის ელიმინაცია მოხდება, თუ:
    გოგონების 90 % აცრილია
    ქალების 70% გადის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს
    საშვილოსნოს ყელის დაავადების მქონე ქალების 90% მკურნალობს

6.    საშვილოსნოს ყელის კიბო უფრო ხშირია ფერადკანიან თემებში
    ესენია ესპანელები, შავკანიანები და ამერიკელი ინდიელები/ალიასკა.

7.    აპვ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია
აპვ ვაქცინისთვის საჭირო 2 აცრა, რომელიც  უსაფრთხო და ეფექტურია და მას შეუძლია თქვენი შვილის დაცვა.
საქართველოში 2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში, 9-13 წლის ასაკის გოგონებისთვის. ვაქცინა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

National Foundation for Infectious Diseases