Logo

სემინარი „ეპიდემიოლოგია“ - კორონავირუსები 13.02.2020

title

2020 წლის 13 თებერვალს დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ყოველთვიური სემინარის „ეპიდემიოლოგია“ მორიგი მეცადინეობა თემაზე „კორონავირუსები“. სემინარზე პრეზენტაცია წარმოადგინა ლელა ურუშაძემ.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ კი თანამშრომლებს გააცნო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ.