Logo

ბიოლოგიური უსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა - ბიორისკების მართვა

title

პირველად, ბიოუსაფრთხოების კურსების აკრედიტაციის შემდეგ, 2018 წლის 12-16 მარტს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთღელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩატარდება 5-დღიანი სასწავლო კურსი „ბიოლოგიური უსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა -ბიორისკების მართვა“. აღნიშნული მოკლევადიანი სასწავლო კურსი ითვალისწინებს ბიო-სამედიცინო და ვეტერინარული სფეროების დაწესებულებების პერსონალის მომზადებას ბიოლოგიური რისკების შეფასების, პრევენციისა და მართვის საკითხებში. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.