title
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის პარტნიორი უწყებების: ლიეტუვას ეროვნული სისხლის ცენტრისა და ნიდერლანდების სისხლის ბანკ Sanquin-ისა და ლიეტუვას პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა
საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება:
არამომგებიანი, გამჭირვალე და უსაფრთხო სისტემისკენ
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულებოს პირველი მდივანი, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ლიეტუვას ეროვნული სისხლის ცენტრის, ნიდერლანდების სისხლის ბანკის Sanquin-ის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მუდმივი უცხოელი მრჩეველი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების, სისხლის გადასხმის სამსახურის მიმდინარე რეფორმის გამოწვევების, პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების მარეგულირებელი სისტემისა და პრევენციის ღონისძიებების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ქართველი კანონმდებლების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და სფეროში მომუშავე პროფესიონალების ინფორმირება.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.