title
4-7 მაისს კახეთში, ლოპოტას რეზორტში ჩატარდა პროექტის
‘ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში შუალედური კონფერენცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის
(UiT), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
(NCDC), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), საქართველოს
უნივერსიტეტის (UG), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და კონსალტინგი და აიტი ინოვაციების (CiTi) წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო
პროგრამების განვითარებას, ქართველი დოქტორანტების მომზადებას და საქართველოში რეგისტრებისა
და ეპიდემიოლოგიური კვლევების განვითარების ხელშეწყობას.
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა
მოხსენება ქართულ-ნორვეგიული
თანამშრომლობის ისტორიასა და მიმდინარე პროექტის შესახებ. ამასთანავე, განხილულ იქნა
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უმაღლესი განათლების გაუმჯობესების
შესაძლებლობები, სამეცნიერო კვლევების ჩატარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ქართველმა
და ნორვეგიელმა დოქტორანტებმა წარადგინეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების
შესახებ მიმდინარე კვლევები, ასევე განხილულ იქნა ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის
მოდულთან (ე.წ. დაბადების რეგისტრი) დაკავშირებული საკითხები.