Logo

მიკრო ნუტრიენტები

title

მიკრო ნუტრიენტები

საკვები დანამატი 

საკვები დანამატი — ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომლებიც ეძლევა პროდუქტს მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა გააუმჯობესოს მისი ხარისხი, გემო, დაცვა და კონსერვაცია. 

ნებისმიერი საკვები დანამატი, სანამ პროდუქტში მოხვდება, უნდა გაიაროს შემოწმება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც დგინდება მათი უსაფრთხოება. თითქმის ყველა საკვები დანამატი ხელოვნური გზით მიღებული ქიმიური ნივთიერებაა. ამიტომ შეიძლება ყველაზე უსაფრთხომაც კი მგრძნობიარე ორგანიზმზე ინდივიდუალური რეაქცია გამოიწვიოს. 

საკვებ დანამატებს შემდეგი ტექნოლოგიური ფუნქციები გააჩნია:

  • საღებავი – გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის ფერის მისაცემად
  • კონსერვანტი – ზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას
  • ანტიოქსიდანტი – არეგულირებს მჟავიანობას, იცავს პროდუქტს გაფუჭებისგან
  • სტაბილიზატორი – ინარჩუნებს პროდუქტის არსებულ შემადგენლობას
  • ემულგატორი – ინარჩუნებს პროდუქტის განსაზღვრულ სტრუქტურას
  • არომატიზატორი – აძლიერებს პროდუქტის გემოს და არომატს 

1953 წელს მოხერხებულობის თვალსაზრისით ევროპაში შემოიღეს საკვები დანამატების კლასიფიკაცია ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით. თითოეულს მიანიჭეს თავისი უნიკალური ნომერი, რომელიც Е ინდექსით იწყება, რაც ევროპას (Europe) აღნიშნავს. 

ინდექსის შემდეგმი წერილი სამნიშნა კოდი განსაზღვრავს კატეგორიასრომელსაც დანამატი მიეკუთვნება:

  • Е-100—199 — საღებავები
  • Е-200—299 — კონსერვანტები
  • Е-300—399 — დამჟავების საწინააღმდეგო
  • Е-400—599 — სტაბილიზატორები, ემულგატორები
  • Е-600—699 — გემოს და არომატის გამაძლიერებლები
  • Е-900—999 — ქაფის წარმოქმნის საწინააღმდეგო და სხვა ნივთიერებები 

საღებავები - არსებოებს ორი ტიპის საღებავის დანამატი: ბუნებრივი (მაგალითად E120, E102) და სინთეზური, რომელიც მიიღება ქიმიური რეაქციებით. ისინი ნატურალური საღებავების ზუსტი ასლებია.

კონსერვანტები - არსებობს ორი სახის კონსერვანტი: ნატურალური (რომლებიც არ არის კოდირებული): მარილი, სპირტი, შაქარი, ძმარი და ქონი. მეორე არის ქიმიური წარმოშობის არანატურალური დანამატი: Sorbic acid E200 და სხვა.

ნტიოქსიდანტები- გამოიყენება უსიამოვნო სუნის გასაქრობად, არომატიზატორებად და უსიამოვნო ფერის შესაცვლელად. მაგალითად, ანტიოქსიდენებს იყენებენ ბანანის პიურეს წარმოებაში.

ყველაზე მეტად გამოყენებადი ანტიოქსიდანტებია:

  • Ascorbicis acid. E300,
  • Citric acid. E330
  • Acid Tartaric. E334,
  • Potassium. E336.

ემულგატორი -  ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას და აგრეთვე ადიდებს მის მდგომარეობას.

ემულგატორი (ჟელატინი და მრავალი სხვა სინთეზური ნაერთები) არის საკვები დანამატი, რომლისგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, დიდხანს შენახვადი, პლასტიკური. იმ უამრავი ემულგატორიდან, რომლებიც ამ მიზნებით გამოიყენება საკვები პროდუქტების დამზადებისას,

საკვები დანამატები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხის შემცველობის მიხედვით იყოფა 3 ძირითად ჯგუფად:

  1. უსაფრთხოდანამატი – დანამატი არ მოქმედებს უარყოფითად ადამიანის ორგანიზმზე.
  2. საეჭვოდანამატი – დანამატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე არ არის გარკვეული, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე ან დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად აისახება ორგანიზმზე.
  3. აკრძალულიდანამატი – დანამატის გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში.
  • ჯანმრთელობისთვის საშიშ ემულგატორებს მიეკუთვნება: E102, E110, E120, E124, E127, E129,E155,E180, E201,E228, E233,E242,E270,E400,E401,E402,E403,E404,E501, E502, E503,E527,E620,E636,E637. გარდა ამისა:
  • საეჭვო დასახელების დანამატების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული შემდეგ ემულგატორებს: E104, E122, E141, E150, E151, E153, E171, E173, E240, E241, E477.
  • უსაფრთხო ემულგატორებად ითვლება: E100, E101, E132, E140, E160, E161, E163, E170, E174, E175, E236, E237, E238, E260, E262, E263, E270, E280,E281, E282, E300, E301, E302, E303, E304, E305, E306, E307, E308, E309, E322, E325, E326, E327, E331, E332, E333, E334, E335, E336, E337, E400, E401, E402, E403, E404, E406, E408, E410, E411, E413, E414, E420, E421, E422, E471, E472, E473, E474, E475, E480.
  • სიმსივნის გამომწვევ ემულგატორებად ითვლება ყველა განვითარებულ ქვეყანაში  და შესაბამისად მკაცრად იკრძალება შემდეგი ემულგატორებით დამზადებული საკვები: E131, E142,E153, E210, E211, E212, E213, E214, E215,E216, E217,E219, E230,E239, E240,E249,E252,E280, E281, E282, E283, E330,E954,
  • ალერგიის გამომწვევ ემულგატორების სიაშია: E105,E151,E160,E230,E231, E232, E233, E239,E310,E311,E312,E907,E 951.
  • არტერიულ წნევის ამწევ დანამატებს მიეკუთვნება: E250, E251, E252,E254,E340,
  • ანადგურებს ვიტამინ B12-ს საკვები დანამატი - E220
  • სისხლში ქოლესტერინის ამწევ ემულგატორების სიაშია: E320, E321
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაღიზიანებელ ემულგატორებს მიეკუთვნება: E338, E339, E340, E341, E407, E450,E451,E452, E461, E462, E463, E465, E466
  • განსაკუთრებით საშიში ემულგატორების სიაში შედის: E123; E-510; 513; 527.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ქვეყანაში შემოტანილ თუ ადგილზე წარმოებულ პროდუქციაში არ უნდა იყოს გამოყენებული (იკრძალება) შემდეგი საკვები დანამატები: E-121, E-123, E-240, E-924 a და b. 

მეტად საყურადღებოა ბავშვების დაცვა ისეთი პროდუქტების მოხმარებისაგან, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს. საკვები პროდუქტების ყიდვის (მოხმარების) წინ აუცილებელია სათანადო ინფორმაციის მიღება მისი შემადგენლობის შესახებ, რომელიც პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს განთავსებული. ძალიან ძნელია დღეს მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ისეთ საკვებზე გააკეთო არჩევანი, რომლის შემადგენლობაში „Е საკვები დანამატი არ ერიოს. 

რჩევები მოსახლეობას: სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დააკვირდით საკვებზე მითითებულ საკვები დანამატების ჩამონათვალს  და ისე აარჩიეთ პროდუქტი, რათა საფრთხე არ შეუქმნათ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას. თუ არ შეგიძლიათ Е დანამატებიან საკვებზე უარის თქმა, მაშინ ამოირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავენ ორზე მეტ ასეთ დანამატს მაინც. უფრო მეტი საკვები დანამატის შემთხვევაში მოარიდეთ ასეთი საკვები ბავშვებს და მოზარდებს. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება პირადი საკითხია, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და შემდეგ, ამ ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, გააკეთოს სწორი არჩევანი, მისი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.