Logo

გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის გარემოს რისკ-ფაქტორების შეფასების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

title

ვაკანტური თანამდებობა
გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის გარემოს რისკ-ფაქტორების შეფასების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 ერთეული

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800 (დარიცხული თანხა)

საკონკურსო კომისიის მისამართი
მისამართი: 0198 თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99
ელ. ფოსტა: hr@ncdc.ge
ტელეფონი: 116001 

ძირითადი, სპეციალური და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულოა: მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიის ან ჰიგიენის მიმართულებით.
სავალდებულოა: 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან გარემოს ჯანმრთელობის ან ჰიგიენის მიმართულებით; 
სასურველია: სახელმწიფო, სამეცნიერო ან სხვა სპეციალიზებული სერტიფიკატი მედიცინის, ზოგადი ჰიგიენის ან გარემოს მიმართულებით.
სასურველია: საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება 
სავალდებულოა: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Power Point, Outlook); 
სავალდებულოა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);

უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობა; 
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
ეფექტური კომუნიკაცია;
დროის ეფექტურად მართვა;



სამართლებრივი აქტების ცოდნა: 
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’;
საქართველოს კანონი ‘’წყლის შესახებ’’;
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი ‘’გარემოს დაცვის შესახებ ‘’
საქართველოს კანონი ‘’გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი’’
საქართველოს კანონი ‘’კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ’’
მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ
შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ
ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენცია
კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ
ოქმი ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ
კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის დამუშავების, წარმოების, მისი მარაგების დაგროვებისა და მოსპობის შესახებ
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ
მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი
კონვენცია ვერცხლისწყლის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის  დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 სექტემბრის  დადგენილება №420 ‘’გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ’;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 297/ნ ბრძანება ‘’გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ’’.


ფუნქციები
ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის,-ENHIS (Environment and Health Information System), მდგრადი განვითარების მიზნების (SDG), ჯანმო-ს და გარემოს ჯანმრთელობის სხვა  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა და სათანადო ინფორმაციის მომზადება. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ცენტრში შემოსულ დოკუმენტებზე მუშაობა და შესაბამისი დასკვნების (პასუხების) მომზადება. 
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტების განხილვა, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა; ქალაქის, მუნიციპალიტეტის, თემის სივრცის დაგეგმარების/განაშენიანების გენერალური გეგმების წარმოდგენილი პროექტების ექსპერტიზა და გარემოს ჯანმრთელობის რისკების შემცირების/პრევენციის მიმართულებით შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა.
ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა მთავრობის დადგენილებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და ჰიგიენური ნორმების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. „კოსმეტიკურ-პარფიუმერული საშუალებების უსაფრთხოების შესახებ მომზადებული  ტექნიკური რეგლამენტის  საბოლოო ვარიანტის განხილვის გაგრძელება შესაბამის უწყებებთან safer cosmetics for Europeans Regulation (EC)№1223/2009 on cosmetic products“.
გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა(NEHAP-2)-2018-2022წწ დანერგვაში მონაწილეობა. 
NEHAP-2 ის ღონისძიებების შესრულების საკითხებზე მუშაობა.  NEHAP-ის მე-3 სტრატეგიულ ამოცანის (ჰაერის ხირისხის მონიტორინგი და სხვ.) აქტივობებზე მუშაობა.  
NEHAP-ის ღონისძიებების შესრულების საკითხებზე მუშაობა. მე-5 სტრატეგიულ ამოცანის  (კლიმატის ცვლილებების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენციის/შემცირების) პრობლემებზე მუშაობა.
თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ისევე როგორც განსაკუთრებული ინტერესისა და საზოგადოების ჯგუფებთან,  გარემოს ჯანმრთელობის ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების ხელშეწყობის მიზნით:
სამუშაოების შესრულების დაგეგმვისა და შეფასების ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
კორესპონდენციასთან მუშაობა, დოკუმენტაციის გაფორმება მოქმედი  წესების დაცვით და 
ხელმძღვანელების დავალებების შესრულება;
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს ჯანმრთელობის მავნე ფაქტორების ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციასა და კონტროლის ღონისძიებებში მონაწილეობა;
მოქმედი წესების შესაბამისად ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშგება, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;


კონკურსის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;
- მიუთითოს ორი რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

კონკურსის ეტაპები
განცხადებების გადარჩევა
გასაუბრება
ზეპირი დავალება

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.