title
2014 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის რაიონში განხორცილდა პროექტი „სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში“, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის ამბულატორიის პერსონალის (ექიმი, ექთანი) ტრენინგს. სამედიცინო პერსონალის განათლება განხორციელდა „ონკოპრევენციის ცენტრისა“ და „ჩეხეთის კარიტასის“ თანამშრომლობით. სასწავლო კურსს, რომელიც აკრედიტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, უძღვებოდნენ ჩეხი და ქართველი ექსპერტები ონკოლოგიის დარგში, აკადემიური დოქტორი ლუბომირ სკოპალი და კატარინა კუბაჩკოვა, პროფესორები რემა ღვამიჩავა, იოსებ აბესაძე, მიხეილ შავდია. ტრენინგის პროგრამა საშუალებას იძლევა ამაღლდეს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ცოდნა კიბოს კონტროლის, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული საქმიანობის სათანადო დონეზე განხორციელებას. სწავლების პროგრამა 35 ექიმმა და ამავე რაოდენობის ექთანმა გაიარა. პროექტის ორგანიზატორთა მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საჭიროა სოფლის ამბულატორიის პერსონალის (ექიმი, ექთანი) ტრენინგების რეპლიკაცია საქართველოს სხვა რეგიონებში, ამასთან, სასურველია, ონკოლოგიაში მსგავსი ტრენინგები ჩაუტარდეთ თბილისის და სხვა ქალაქების ოჯახის ექიმებს.
გთავაზობთ სასწავლო კურსის მოკლე შინაარს:
ონკოლოგიის საფუძვლები პირველადი ჯანდაცვის (სოფლის) ექთნებისთვის 1
ონკოლოგიის საფუძვლები პირველადი ჯანდაცვის (სოფლის) ექთნებისთვის 2