Logo

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

title


ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

ტრავმა-დაზიანება განისაზღვრება, როგორც გარეგანი აგენტის ან ძალის უეცარი ზემოქმედებით ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული დაზიანება.

ტრავმატიზმი მოიცავს დაზიანებათა ორ ძირითად კატეგორიას - შემთხვევით და გამიზნულს. შემთხვევეით დაზიანებას მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ვარდნა, დამწვრობა, დახრჩობა, რეაკრიაციულ-სპორტული შემთხვევები და ა.შ.

განზრახ დაზიანებები ყველა ტიპის ძალადობას მოიცავს, კერძოდ: ინტერპერსონალურს, მკვლელობას, თვითმკვლელობის მცდელობასა, თვითმკვლელობას და ა.შ.

გარეგანი აგენტის ზემოქმედებით გამოწვეული ტრავმატიზმი ვლინდება მოტეხილობებით, ღია და დახურული ჭრილობებით, დეფორმაციებით და ა.შ.

http://www.floridahealth.gov/programs-and-services/prevention/injury-prevention/index.html

ტრავმატიზმი შესწავლის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: ავტო-სატრანსპორტო შემთხვევები, ფსიქოაქტიური მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება, ხანშიშესულების ვარდნა-დაცემა და ა.შ.

ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

● ყოველ სამ წუთში ტრავმით ერთი ადამიანი იღუპება;

●  ყოველწლიურად  2.5 მილიონ ადამიანზე მეტი მიღებული ტრავმის გამო საჭიროებს  ჰოსპიტალიზაციას;

● ყოველწლიურად 31.6 მილიონი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით ხვდება გადაუდებელი თერაპიის დეპარტამენტში;

● ყოველწლიურად 465 მილიარდი დოლარის დანაკარგი ფიქსირდება  მკურნალობისა და დაკარგული პროდუქტიულობის ხარჯზე;

http://www.injurycenter.umich.edu/about-center/what-injury

საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი და მზარდი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20–50 მილიონამდე კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი  მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

 

სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს  ვივარაუდოთ, რომ პროფილაქტიკური ინტერვენციების გარეშე ტრავმატიზმისა და ძალადობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება და 2030 წლისათვის საერთო სიკვდილიანობაში მე–5 ადგილს დაიკავებს.

http://www.who.int/violence_injury_prevention/publications/injury_policy_planning/prevention_moh/en/

ყოველდღიურად მსოფლიოს გზებზე მიახლოებით 3 400 ადამიანი იღუპება. ათობით მილიონობით ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება. საგზაო მომხმარებლებს შორის ბავშვები, ფეხით მოსიარულენი, ველოსიპედისტები და ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დაუცველ, მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შესამჩნევად გააქტიურა თავისი ძალისხმევა ტრავმატიზმის პრევენციის სფეროში და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ   ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების უზრნველსაყოფად დანერგონ და გაამკაცრონ კონტროლი უკვე კარგად აპრობირებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, კერძოდ ჩაფხუტების, უსაფრთხოების ღვედების, ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური  სავარძლებისა  და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენებაზე, შეზღუდვები ტრანსპორტის სიჩქარესა და სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე.

http://www.who.int/violence_injury_prevention/road_traffic/en/

2011 წელს საქართველოში რეგისტრირებულია „ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების“ 43384 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 967.7), მათ შორის ბავშვი 7651 – 17.6% (პრევალენტობის მაჩვენებელი1006.3), ინციდენტობის მაჩვენებელი 801. ინციდენტობის და პრევალენტობის მაჩვენებლების მცირე განსხვავება ამ ჯგუფის დაავადებათა უპირატესად არაქრონიკულ ხასიათზე მიუთითებს. 2000–2011 წლების განმავლობაში ინციდენტობისა და პრევალენტობის ტრენდები ვარირებს 500–1000 ფარგლებში. 2008–2011 წლებში შეინიშნება პრევალენტობისა და ინციდენტობის ზრდის ტენდენცია “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგბის” რეგიონულ განაწილებაში. მაღალი მაჩვენებლით მკვეთრად გამოირჩევა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, ტრადიციულად დაბალია მაჩვენებლები თბილისსა და ქვემო ქართლში. “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების” შინაგან სტრუქტურაში წამყვანი ადგილი (42%)  უჭირავს ჭრილობებს, სისხლძარღვების დაზიანებებს და დაჟეჟილობებს. 2011 წელს საქართველოს სტაციონარებიდან ტრავმის დიაგნოზით გაწერილია 18961 პაციენტი, ლეტალობამ შეადგინა 2.6%.

საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი ზოგად დაზიანებათა სტრუქტურაში  წამყვანია.

 

 

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   2013 წლის წარდგენილ  ანგარიშში დადებითი დინამიკა აღინიშნება, რაც სავარაუდოდ უკანასკნელ წლებში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებს უკავშირდება.  ქვეყანაში  ავტო-საგზაო შემთხვევათა და მათთან ასოცირებული ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელის  კლების ტენდენციაა  ( 2009 წ –16.8, 2010–15.4, 2011–11.7,  2012–13.4, 2013-11.6).  2013 წელს 2008 წელთან შედარებით  ავარიების რიცხვი 10%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 15%-ით და დაღუპულთა რიცხვი თითქმის 40%–ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯ&ეც) წარდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს სტაციონარებში დაფიქსირდა უბედური შემთხვევების შედეგად დაზარებული 8861 პაციენტი, მათ შორის  3211 (36%) საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზით, 1111 (12.5%) სხვა გარეგანი მიზეზებით, 2138 (24%) განზრახ თვითდაზიანების გამო და 2401 (27%) სხვა დაზიანებებით იქნა ჰოსპიტალიზირებული.  დაშავებულებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა დაშავებულ ქალებთან შეადგენს 1:3.

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც  საგზაო უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული რისკებისა და პრევენციის თაობაზე  გზებით მოსარგლეთა ყველა ჯგუფის ინფორმირებას  და, ამის საფუძველზე ქცევითი რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტებისა და მითითებების საფუძველზე შეიმუშავა ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013–2018 წლებისათვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო უსაფრთხოებას ეხება.

 სტრატეგიაში დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა ჯანდაცვის სექტორის   აქტიური ჩართულობითა და საკითხით დაინტერესებული ყველა უწყების კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრეთვე, ჩართულია მეოთხე აღმოსავლეთ–დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (EWHIP4)-ის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში და მონაწილეობს  საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  2014–2019 წლებისათვის დოკუმენტის შემუშავებაში.