Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს 25.03.2020

title

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებმა:
გააფართოვეთ საავადმყოფოების შესაძლებლობები COVID-19 პანდემიის გასამკლავებლად;
უზრუნველყავით პერსონალისა და პაციენტთა უსაფრთხოება;
ახლა და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებმა და ექიმებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ სასწრაფო და გადაუდებელ ვიზიტებს/ პროცედურებს.
ქმედუნარიანი პერსონალის, პირადი დაცვისა და პაციენტის მოვლის საშუალებების მარაგების ადექვატური ხარჯვის მიზნით, გაითვალისწინეთ:
· გადადეთ ყველა გეგმიური ამბულატორული ვიზიტი;
· გადაგეგმეთ შერჩევით და არასაწრაფო მიღებები;
· გადადეთ გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული ქირურგიული და პროცედურული შემთხვევები;
· გადადეთ რუტინული სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური ვიზიტები;
· გამოიყენეთ ჯანმრთელთა და დაავადებულთა ვიზიტების დაგეგმვის სტრატეგია:
ü დილის საათებში დაგეგმეთ ჯანმრთელთა, ხოლო მეორე ნახევარში დაავადებულთა ვიზიტები;
ü განაცალკევეთ პაციენტები სივრცეში: ავადმყოფები და ჯანმრთელები მიიღეთ სხვადასხვა სივრცეში;
ü ცალკე გამოყავით ვიზიტის ადგილი ჯანმრთელი ბავშვებისთვის.