Logo

10 ფაქტი სანიტარიის შესახებ

title

10 ფაქტი სანიტარიის შესახებ


1
გათვლებით დადგენილია, რომ მსოფლიოში 2.6 მილიარდ ადამიანს არ აქვს ადექვატური ხელმისაწვდომობა სანიტარიაზე. თუ შენარჩუნდა მსგავსი ტენდენცია 2015 წლისთვის 2.7 მილიარდ ადამიანს არ ექნება ხელმისაწვდომობა სანიტარიის ელემენტარული საშუალებებისადმი. 
აფრიკის ტერიტორია საჰარის სამხრეთით (31%), სამხრეთ აზია (36%) და ოკეანია (53%) – ეს ის რეგიონებია, სადაც აღინიშნება სანიტარიის piroბების ყველაზე ნაკლები დონე. ბევრ ქვეყანაში ამ პრობლემას ართულებს აგრეთვე სუსტი ინფრასტრუქტურა, შრომითი რესურსების არაადექვატური ბაზა და მდგომარეობის გამოსასწორებლად არსებული მეტად მწირი რესურსები.

2
სანიტარიული piroბების არარსებობა იძულებულს ხდის ადამიანებს განახორციელონ დეფეკაცია შენობის გარეთ, მდინარეებში ან იმ ტერიტორიებთან ახლოს, სადაც თამაშობენ ბავშვები ან მზადდება საკვები. ეს ზრდის დაავადების გადაცემის რისკს. ინდოეთის მდინარე განგაში წუთში ჩაედინება 1.1 მილიონი ლიტრი საკანალიზაციო მასა. ეს არის საგანგაშო ციფრი იმის გათვალისწინებით, რომ ფეკალიების ერთი გრამი შეიცავს 10 მილიონ ვირუსს, 1 მილიონ ბაქტერიას, პარაზიტების 1000 კისტას და ჭიის 100 კვერცხს.

3
დიარია, ქოლერა, დიზენტერია, ტიფი და A ჰეპატიტი გადაეცემა ადამიანის ექსკრემენტებით დაბინძურებული წყლის საშუალებით. აფრიკაში ყოველ საათში იღუპება 115 ადამიანი იმ დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო სანიტარიასა და ჰიგიენეასთან და აგრეთვე დაბინძურებულ წყალთან.


ინფექციებთან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელია სათანადო სანიტარიული და ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა. მსოფლიოში პაციენტთა 5%–30%–ს სამედიცინო დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში უნვითარდებათ ერთი ან მეტი სახის ინფექცია.


ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტ ადამიანზე უარყოფითად ზემოქმედებენ ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა გვალვები, წყალდიდობები, ტროპიკული ციკლონები, ტყის ხანძრები და სხვა. სანიტარია წარმოადგენს ამ მოვლენებზე რეაგირებისა და რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რათა დროულად შეჩერდეს დაავადებების გავრცელება, აღდგეს საბაზისო სამსახურები თემებში და ადამიანები დაუბრუნდენენ ყოველდღიურ ცხოვრებას.


კვლევებმა აჩვენეს, რომ გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები სამჯერ ამცირებს დიარeით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელს. დიარeა არის სიკვდილობის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი, თუმცა დიდწილად შეიძლება მისი პრევენცია: ყოველწლიურად დიარeით იღუპება 1.5 მილიონი ადამიანი, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები განვითრებად ქვეყნებში.


სათანადო სანიტარიული პირობები სტიმულს აძლევს სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით გოგონებს, იარონ სკოლაში. ტუალეტის ხელმისაწვდომობა ამაღლებს სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელს – ცალკე არსებული სანიტარიული კაბინის არსებობა ხელს უწყობს გოგონების სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.


სანიტარიული განათლება და ხელის დაბანის ხელშეწყობა წარმოადგენენ მარტივ და ხარჯთეფექტურ ღონისძიებებს, რომლებმაც შეიძლება 45%–ით შეამცირონ დიარeის შემთხვევების რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის იდეალური სანიტარიული პირობები, სათანადო ჰიგიენური პრაქტიკის განხორციელებამ ცალკეულ თემებში შეიძლება დიდად შეუწყოს ხელი ჯანმრთლობის გაუმჯობესებას.


სანიტარიას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობა. გაუმჯობესებულ სანიტარიულ პირობებში ყოველ daxarjul 1$ –ს მოაქვს საშუალოდ 9$ მოგება. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღარიბი ბავშვებისა და ხელმოკლე თემებისთვის.

10 
ათასწლეულის განვითარების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანესი მიზანია, 2015 წლისთვის მოსახლეობის 75% უზრუნველყოფილ იქნას სანიტარიული საშუალებებით. გაანგარიშებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა გამოიყოს ყოველწლიურად 14 მილიარდი დოლარი. ჯანმრთელობის კუთხით სხვა სახის მიღწევების გარდა გათვლილია, რომ სანიტარიის გაუმჯობესება უზრუნველყოფს წელიწადში დიარeის შეთხვევევების 391 მილიონით შემცირებას. ერთ უმნიშვნელოვანესი მიზანია, 2015 წლისთვის მოსახლეობის 75% უზრუნველყოფილ იქნას სანიტარიული საშუალებებით. გაანგარიშებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა გამოიყოს ყოველწლიურად 14 მილიარდი დოლარი. ჯანმრთელობის კუთხით სხვა სახის მიღწევების გარდა გათვლილია, რომ სანიტარიის გაუმჯობესება უზრუნველყოფს წელიწადში დიარeის შეთხვევევების 391 მილიონით შემცირებას.

http://www.who.int/features/factfiles/sanitation/facts/en/index.html