title
პროექტის დასახელება: “უკრაინის გრიპის ეროვნული ცენტრის ვირუსოლოგის სწავლება, 4-8 დეკემბერი, 2017”. ჯანმო; 22.11.2017 - 28.02.2018.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი:
უკრაინის გრიპის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული სიმძლავრის გაძლიერება აღნიშნული ცენტრის ვირუსოლოგისათვის შემდეგი საკითხების სწავლების გზით: გრიპის ვირუსის იზოლირება უჯრედულ კულტურაზე MDCK, გრიპის ვირუსის ჰემაგლუტინინის ქვეტიპის იდენტიფიცირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების რეაქციის საშუალებით, გრიპის ვირუსების დეტექცია და სუბტიპირება რეალურ დროში პჯრ მეთოდით.
ბ). პროექტის განხორციელების გზები:
სწავლებისათვის გამოყენებული იყო სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები.
გ). მოსალოდნელი შედეგები:
უკრაინის გრიპის ეროვნული ცენტრის ვირუსოლოგის ცოდნის დონის ამაღლება გრიპის ვირუსების ლაბორატორიულ კვლევებში.