Logo

ფსიქიკური ჯანმრთელობა

title


ტერმინი - ფსიქიკური ჯანმრთელობა -  ხშირად არასწორადაა გაგებული და იხმარება ისეთი ფსიქიკური მდგომარეობის დასახასიათებლად, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა და სხვ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ფსიქიკური ჯანმრთელობაკეთილდღეობის მდგომარეობაა, რომელშიც ყველა პიროვნება აცნობიერებს საკუთარ პოტენციალს, შეძლოს და გაუმკლავდეს ცხოვრების ჩვეულ სტრესულ სიტუაციებს, იმუშაოს  პროდუქტიულად და ნაყოფიერად, შეიტანოს თავისი  წვლილი საზოგადოებაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ჯანმრთელობა და არა დაავადება!

იმისათვის, რომ რამდენადმე უფრო ნათელი გაეხადა აღნიშნული ტერმინი, ზოგიერთი ექსპერტი ცდილობდა განსხვავებული თვალსაზრისით შეეფასებინა "ფსიქიკური ჯანმრთელობა" და "ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა".

ფრაზები, როგორიცაა "კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა", "დადებითი ფსიქიკური ჯანმრთელობა", "ფსიქიკური კეთილდღეობა", "სუბიექტური კეთილდღეობა" და კიდევ "ბედნიერება" - სხვადასხვა ადამიანის მიერაა გამოთქმული იმის ხაზგასასმელად, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობას წარმოადგენს და არა ავადმყოფობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მაღალი დონე ასოცირდება სწავლაში კარგი მოსწრების, კრეატიულობისა და პროდუქტიულობის, უფრო მეტად პრო-სოციალური ქცევის და დადებითი სოციალური ურთიერთობების, გაუმჯობესებული ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ფაქტორებთან.

ამის საპირისპიროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დისტრესი[1], დეპრესია, უარყოფითი გავლენა ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ურთიერთობებზე, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება და ნაადრევი სიკვდილი (ზოგჯერ თვითმკვლელობით).

საბოლოო ჯამში, ფსიქიკური ჯანმრთელობა გონებრივი, ემოციური და სოციალური სიჯანსაღეა, ჯანსაღი შეგრძნებები და ურთიერთობები და არა მხოლოდ ფსიქიკური დაავადების არ არსებობაა.

მყარი სოციალური კავშირები, ჯანსაღი პირადი და საზოგადოებრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ეფექტიანი რეაბილიტაციისათვის დაავადების შემთხვევაში.

თუკი ფიქრობთ, რომ თქვენზე ზეგავლენას ახდენს დეპრესია ან შფოთვა - გახსოვდეთ, ამ მდგომარეობათა მკურნალობა შესაძლებელია და მკურნალობის ეფექტიანი მეთოდები ხელმისაწვდომი.

რაც უფრო ადრეულად მიმართავთ დახმარებას - შედეგი მით უკეთესი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://who.int/mental_health/

https://www.cdc.gov/mentalhealth/



[1] ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითება; ფსიქოფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც წარმოიქმნება ინფორმაციული, ფიზიკური და ემოციური გადაღლის ფონზე