title
როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota)
იცავს დაავადებისგან |
როტავირუსული ინფექცია |
ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
ერთი დოზა შეადგენს 1,5 მლ-ს, ვაქცინის ადმინისტრირება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). |
ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე; ნაწლავის ინვაგინაცია ანამნეზში; მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის მდგომარეობა. |
გაფრთხილება |
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით ან მის გარეშე – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე |
ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.
|
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები); ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი; განვითარების მანკები, ფერმენტოპათია; დისბაქტერიოზი; ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები; ჰიპოტროფია; დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე); ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში; დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ); სეფსისი ანამნეზში; აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი); ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება; მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია; ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი; ბუნებრივი ან ხელოვნური კვება; რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი. |