Logo

“კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია საქართველოში“.

title

პროექტის დასახელება:  “კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია საქართველოში“.  ISTC/G-2229, 01.01.2017 - 31.12.2018.                        
 
პროექტისანოტაცია
ა). პროექტის  მიზანი: 
კარბაპენემ რეზისტენტული ენტერობაქტერიების რისკ-ფაქტორებისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის შესწავლა. 

ბ). პროექტის განხორციელების გზები: 
კარბაპენემ რეზისტენტული ენტერობაქტერიების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ მონაცემთა შეგროვება;
ენტერობაქტერიების შტამების იდენტიფიკაცია და ანტიმიკრობული მგრძნობელობის გამოკვლევა;
კარბაპენემ რეზისტენტული ენტერობაქტერიების გენების ტიპირება;
კარბაპენემ რეზისტენტული ენტერობაქტერიების პლაზმიდების ანალიზი.

გ). მოსალოდნელი შედეგები: 
დადგინდება საქართველოში კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების  გავრცელება და რისკ-ფაქტორები;
შესწავლილ იქნება საქართველოში  კარბაპენემაზას გენების ეპიდემიოლოგია და გავრცელება.