title
ერთი თვის წინ, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა
მოიწვია ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტის გადაუდებელი სხდომა, სადაც განიხილეს
წარმოადგენდა თუ არა არსებული სიტუაცია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას.
შეხვედრაზე გამოთქმული მრავალი მოსაზრების მიუხედავად,
კომიტეტი მივიდა კონსესუსამდე და მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქება არ გამოცხადდა საერთაშორისო
მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობად. იმ დროისთვის
ფიქსირდებოდა მაიმუნის ყვავილის 3 040 დადასტურებული შემთხვევა, 47 ქვეყანაში.
მას შემდეგ, ეპიდაფეთქება განაგრძობს ზრდას.
დღევანდელი მონაცემებით 75 ქვეყანაში დაფიქსირდა
16 000-ზე მეტი დადასტურებული და სიკვდილის
5 შემთხვევა.
მზარდი ეპიდაფეთქების ფონზე, ჯანმო-ს გენერალურმა
დირექტორმა კიდევ ერთხელ მოიწვია ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტის გადაუდებელი
სხდომა, რათა საბოლო მონაცემების განხილვის შემდეგ, კომიტეტისგან მიეღო რჩევები.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, მადლობას უხდის
კომიტეტს, მტკიცებულებებისა და საკითხების ყურადღებით განხილვისთვის.
ამ შემთხვევაში, კომიტეტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს
იმის თაობაზე, მიენიჭოს თუ არა მიმდინარე ეპიდაფეთქებას, საერთაშორისო მნიშვნელობის
მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის სტატუსი.
კომიტეტის წევრების პოზიცია დაფიქსირებულია ჯანმო-ს
მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად,
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, უნდა გავითვალისწინოს ხუთი ელემენტი, რათა გადაწყვიტოს,
წარმოადგენს თუ არა მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობა:
პირველი, ქვეყნების მიერ მოწოდებული
ინფორმაცია - რის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ვირუსი
სწრაფად გავრცელდა ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.
მეორე, ჯანმრთელობის საერთაშორისო
წესების მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული
მდგომარეობის გამოცხადების სამი კრიტერიუმი
არსებობს. მიმდინარე სიტუაცია აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს.
მესამე, კომიტეტისგან მიღებული რჩევები,
რომელიც კონსესუსამდე ვერ მივიდა.
მეოთხე, სამეცნიერო საწყისები, მტკიცებულებები
და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომლებიც ამჟამად არასაკმარისია და ბევრ პასუხგაუცემელ
კითხვას ტოვებს;
და მეხუთე, ადამიანის ჯანმრთელობასთნ დაკავშირებული
საფრთხე, საერთაშორისო გავრცელება და საერთაშორისო მოძრაობაში ჩართვის პოტენციალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით,
გლობალურად ყველა რეგიონში, მაიმუნის ყვავილის
რისკი ზომიერია გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც
რისკი შეფასებულია
ჩვენ გვაქვს ეპიდაფეთქება, ვირუსი ახალი გადაცემის
გზების მეშვეობით სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რომელზეც არასაკმარის ინფორმაციას
ვფლობთ და რომელიც აკმაყოფილებს ჯანმრთელობის
საერთაშორისო წესების კრიტერიუმებს.
ყველა ჩამოთვლილ მიზეზზე დაყრდნობით, ჯანმო-ს
გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება
წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ
მდგომარეობას. შესაბამისად, მან შეიმუშავა რეკომენდაციების ნაკრები ქვეყნების ოთხი
ჯგუფისთვის:
ქვეყნების პირველი
ჯგუფი, სადაც
ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა მაიმუნის ყვავილის შემთხვევა, ან ბოლო 21 დღის
განმავლობაში არ აღრიცხულა ახალი შემთხვევა.
ქვეყნების მეორე
ჯგუფი, სადაც
ახლახან დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის შემთხვევა და აღირიცხება ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა.
ქვეყნების მესამე
ჯგუფს მიეკუთვება
ის ტერიტორიები, სადაც აღინიშნება ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.
და მეოთხე
ჯგუფს მიეკუთნება ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიაგნოსტიკის, ვაქცინების და თერაპიული
საშუალებების წარმოების შესაძლებლობები.
ყველა გაცემული რეკომენდაცია მოხსენიებულია ჯანმო-ს
ბოლო ანგარიშში.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, მიღებული რჩევებისთვის,
მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების კომიტეტს. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები
უმნიშვნელოვანეს რგოლად რჩება დაავადების საერთაშორისო გავრცელებაზე რეაგირების საკითხში,
მაგრამ, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეფექტური რეაგირებისთვის, საჭიროა ამ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი მოხარულია, რომ
პანდემიის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების მოლაპარაკების
პროცესის პარალელურად, ჯანმო-ს წევრი ქვეყნები ასევე განიხილავენ მიზანმიმართულ ცვლილებებს
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებთან მიმართებით, მათ შორის პროცესის იმ გაუმჯობესებას,
რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
განსაკუთრებული მდგომარეობის გამოცხადებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-ს გენერალური დირექტორი
აცხადებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ
მდგომარეობას, ამ დროისთვის, მაიმუნის ყვავილის ვირუსი უმეტესად კონცენტრირებულია მამაკაცებში,
რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან (MSM), განსაკუთრებით მათ შორის, რომლებსაც ჰყავთ
მრავალი სქესობრივი პარტნიორი. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამის
ჯგუფებისადმი დასახული სწორი სტრატეგიით, შესაძლებელია მიმდინარე ეპიდაფეთქების შეჩერება.
ამიტომ, აუცილებელია ყველა ქვეყანამ მჭიდროდ
ითანამშრომლოს დაზარალებულ ჯგუფებთან, იმისათვის რომ მათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია
და ეფექტური მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ზომების მიღება, რომლებიც დაიცავს ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და დაზარალებული
თემების ღირსებას.
სტიგმა და დისკრიმინაცია შეიძლება ისეთივე საშიში
იყოს, როგორც ნებისმიერი ვირუსი.
გარდა ქვეყნების მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა,
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ
შორის მათ, ვისაც აქვს აივ ინფიცირებულ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება, რომ ჯანმო-სთან ერთად ითანამშრომლონ სტიგმისა და დისკრიმინაციის
წინააღმდეგ ბრძოლაში.
განცხადების ბოლოს, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა
დაამატა, რომ ამჟამად არსებული საშუალებებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მისი
გავრცელების შეჩერება.