Logo

ადამიანის დაავადებების ეპიდემიოლოგია და განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეპიდზედამხედველობა საქართველოში

title


პროექტის დასახელება: “ადამიანის დაავადებების ეპიდემიოლოგია და განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეპიდზედამხედველობა საქართველოში”, CBR/DTRA, GG-21; პროექტის განხორციელების ვადები: 21.05.2014 – 30.06.2017. 

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: წარმოდგენილი ერთობლივი ბიოლოგიური კვლევის (CBR) პროექტის დანიშნულებაა ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP), ერთობლივი ბიოლოგიური კვლევის (CBR) და დაავადების გამომწვევთა და აღმოჩენის რეაგირების სისტემის (დგარ) ეპიდზედამ¬ხედ¬ვე¬ლობასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმატებების გაუმჯობესება და საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და/ან ბიოდაცვისთვის მნიშვნელოვანი პათოგენებით გამოწვე¬ული ადამიანის დაავადებების ინციდენტობის და პრევალენტობის შესწავლა. აღნიშნული კვლევის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული მნიშვნელოვანი ინფექციური პათოგენების შესახებ ცოდნის გაღრმავება და არსებული CBEP ინფრასტრუქტურის გამოყენება და გაუმჯობესება ქვეყანაში გავრცელებული მნიშვნელოვანი ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების მონიტორინგისთვის;

ბ). განხორციელების გზები: წარმოდგენილი კვლევა დაყოფილია ორ ძირითად კლინიკურ კვლევად:
• პროექტის პირველ ნაწილში კვლევა ორიენტირებულია აგენტებზე, რომლებიც იწვევენ ცხე-ლე¬ბით მიმდინარე დაავადებებს. გამოკვლეული იქნებიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობას გადიან პროექტში მონაწილე საავადმყოფოებში და აქვთ არადიფერენცირებული ცხელებით მიმ¬დი¬ნარე დაავადება. კვლევის სამიზნეა შემდეგი განსაკუთრებით საშიში აგენტები: Brucella-ს სახეობები, C. burnetii, CCHF, F. tularensis, F. tularensis, ჰანტავირუსი, Rickettsia-ს სახეობები და TBEV; გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოზის ალგო¬რით¬მის შემუშავების¬თვის გამოკვლეული იქნება მსგავსი კლინიკური გამოვლინების მქონე შემდეგი რამდენიმე პათო¬გე¬ნი: Bartonella-ს, Borrelia-ს, Ehrlichia-ს, Leptospira-ს სახეობები და ლეიშმანიოზი. 
• მეორე კლინიკური პროტოკოლი შემუშავებულია საქართველოს შერჩეულ პოპულაციაში სეროპრევალენტობის კვლევის ჩასატარებლად. სეროპრევალენ¬ტობის კვლევისთვის შესასწავლი განსაკუთრებით საშიში პათოგენებია (EDP): Bacillus anthracis, Brucella-ს სახეობები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი (CCHF), Coxiella burnetii, Francisella tularensis, ჰანტავირუსი, Rickettsia-ს სახეობები და ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსი (TBEV). გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოზის ალგორითმის შემუშავებისა და ამ მსგავსი დაავადებების ანტისხეულების პრევალენტობის შესწავლისთვის, გამოკვლეული იქნება სხვა პათოგენები, როგორიცაა: Bartonella-ს, Borrelia-ს, Ehrlichia-ს, Leptospira-ს სახეობები, Salmonella typhi და დასავლეთ ნილოსის ვირუსი (WNV).

გ). მოსალოდნელი შედეგები: 
• შერჩეული პათოგენების საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება ქვეყნისთვის; ადრეული იდენტიფიკაციისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება. 
• მიღებული იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მახასიათებლების აღწერა;
• დაავადების უფრო ეფექტურად ამოცნობისა და მკურნალობის უზრუნველყოფა.
• გაძლიერებული ეპიდზედამხედველობა ხელს შეუწყობს დაავადების ერთობლივი კონტრო-ლის საშუალებების განვითარებას რეგიონში ეპიდაფეთქებების პროგნოზირებისთვის და დაავადების გავრცელების შეკავებისთვის.