title
ბებიაქალები ხარისხიანი სამედიცინო
მომსახურებას უზრუნველყოფენ.
ბებიაქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის
5 მაისს. ეს დღე დაარსდა
1991 წელს ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის მიერ და
მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება ბებიაქალთა მნიშვნელობაზე და მათ როლზე საზოგადოებაში.
მიმდინარე წელი შეეხება 2017-2020 ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (The International
Confederation of Midwives (ICM))
3 სტრატეგიულ მიმართულებას: ხარისხი, თანასწორობა და ლიდერობა. ბებიაქალებს უმნიშვნელოვანესი
როლი აკისრიათ ხარისხიანი ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფის პროცესში,
რაც მშობიარობის პროცესის მართვასა და ახალშობილზე ზრუნვასთან ერთად, ასევე გულისხმობს
პატივისცემაზე დაფუძნებულ ხარისხიან ზრუნვას დედების ჯანმრთელობაზე, რაც თავის მხრივ
მომავალი თაობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარია.