Logo

რატომ დონაცია?

title


• სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.
• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.
• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.
• დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი.
• ქვეყნის მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად ამ ხალხის 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.
• სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.
• ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.
• სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
• ახლა, როდესაც თქვენ ამას კითხულობთ, შესაძლოა ბავშვი კვდება სადმე, იმის გამო, რომ თქვენი ჯგუფის სისხლი არა აქვთ.
• სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
• სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
• სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.
• სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.
• ყველაზე საამაყო და საპატიოა სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა.
• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

რატომ უნდა ჩავაბაროთ სისხლი?

• იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე?
• თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.

ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს. საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი.

გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი.

სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.