title
თუ C ჰეპატიტზე ანტისხეულების HCV ტესტი (anti-HCV) დადებითია, საჭიროა კონფირმაციული (დამადასტურებელი) კვლევა იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ამჟამად C ჰეპატიტი. დიაგნოსტიკის ეს მეთოდია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია PCR (პჯრ), რომელიც ავლენს სისხლში С ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის არსებობას.
C-ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ჩატარება აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაშიმკურნალობის რეჟიმის განსაზღვრა.
C ჰეპატიტზე ანტისხეულების დადებითი ტესტი და PCR კვლევის უარყოფითი შედეგი - ინფიცირებული იყავთ C ჰეპატიტის ვირუსით, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში აღარ არის, რადგან მოხდა თვითგანკურნება. ანტისხეულები რჩება სისხლში მაშინაც კი, თუ ორგანიზმი ვირუსს „მოერევა“.
PCR კვლევის დადებითი შედეგი - ინფიცირებული ხართ C ჰეპატიტის ვირუსით და ამჟამადაც გაქვთ ვირუსი ორგანიზმში (ან გაქვთ ვისურის აქტიური ფორმა). დადებითი შედეგი მიუთითებს აქტიური ინფექციის არსებობაზე.
იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!
ჩაიტარე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა უფასოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში!