Logo

„როტავირუსებზე ზედამხედველობის აქტივობების მხარდაჭერა საყრდენი ბაზით თბილისში, საქართველო“. WHO, 01.03.2018 - 31.12.2018

title

პროექტის დასახელება: „როტავირუსებზე ზედამხედველობის აქტივობების მხარდაჭერა საყრდენი ბაზით თბილისში, საქართველო“. WHO, 01.03.2018 - 31.12.2018

პროექტის ანოტაცია

ა). პროექტის მიზანი:  

დიარეით მიმდინარე დაავადებებში როტავირუსული ინფექციის ტვირთისა და ფონური მაჩვენებლის განსაზღვრა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვამდე ვაქცინაციის ეფექტის განსაზღვრის მიზნით 0-5 წლის ასაკის ბავშვებში.


ბ). პროექტის განხორციელების გზები:

  • ჯანმო-ს ევროპული ბიუროს  ექსპერტთა მიერ კლინიკურ ბაზაზე (ბაზა: შ.პ.ს. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკა) პასუხისმგებელი პერსონალის შერჩევა და სენტინელური ზედამხედველობისთვის სწავლების ჩატარება;  

  • პროგრამის განხორციელებისათვის ჯანმო-ს ევროპული ბიუროს მიერ დკსჯეც-ის ლუგარის სახ. ლაბორატორიისა და საყრდენი ბაზის ლაბორატორიისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობით, რეაქტივებით, სახარჯი მასალებითა და პროექტის მიმდინარეობისათვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა;

  • შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების შესაბამისად, საყრდენ ბაზაზე  ჰოსპიტალიზებული, მწვავე დიარეული - როტავირუსულ ინფექციაზე საეჭვო, 5 წლამდე ასაკის ბავშვების ზედამხედველობაში ჩართვა;

  • ჯანმო-ს პროტოკოლის მიხედვით სამუშაო პროცედურების  განხორციელება;

  • მონაცემთა მართვა და ანგარიშგება;

  • რეფერალურ ლაბორატორიაში შერჩეული ნიმუშების გენოტიპირება და ხარისხის გარე კონტროლის ჩატარება.


გ). მოსალოდნელი შედეგები:

  • დკსჯეც-ის ლაბორატორიის გაძლიერებით, საყრდენი ბაზით ეპიდზედამხედველობის  საფუძველზე, საქართველოში როტავირუსული ინფექციის გავრცელების შესწავლა 0-5 წლის ასაკობრივ ჯგუფში;

  • გავრცელებული როტავირუსის  გენოტიპის განსაზღვრა;

  • ვაქცინაციის ეფექტის განსაზღვრა.