title
მრავალი გზა არსებობს, რომ ,,იცხოვრო გონივრულად და გქონდეს ჯანმრთელი პირის ღრუ“ - განეწყვე ჯანსაღი ცხოვრებისათვის, მიიღე სწორი გადაწყვეტილებები
1. აირჩიე პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ქცევები.
აირჩიე პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ქცევები და ჩაიტარე ადრეული ასაკიდან პირის ღრუს რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვები; ეს ხანდაზმულ ასაკში დაგეხმარება იცხოვრო არა მარტო ფიზიკური ტკივილის, არამედ პირის ღრუს დაავადებებით გამოწვეული ემოციური სტრესის (დეპრესია) გარეშე.
2. დაიცავი შენი პირის ღრუს ჯანმრთელობა
დაიცავი შენი პირის ღრუს ჯანმრთელობა, რაც დადებითად აისახება შენს საერთო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, შეინარჩუნე ხანდაზმულ ასაკში უკეთესი ცხოვრების ხარისხი.
3. თავიდან აიცილე რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედება
თავიდან აიცილე პირის ღრუზე რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედება, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, განსაკუთრებით კი შაქრით მდიდარი საკვები პროდუქტები. რისკ-ფაქტორები ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების განვითარებას: გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი.
4. კარგად გაიაზრე, რომ ჯანმრთელი პირის ღრუ უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი ღიმილი
პირის ღრუს დაავადებებმა შესაძლებელია შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდინოს გავლენა, მათ შორის შენს შესაძლებლობებზე შეასრულო ძირითადი ფუნქციები.
5. მიიღე მონაწილეობა 20 მარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.
მოახდინე შენი ვალდებულებების დემონსტრირება, დაიცავი შენი და შენი ოჯახის პირის ღრუს ჯანმრთელობა.
,,იცხოვრე გონივრულად, რომ გქონდეს ჯანსაღი პირის ღრუ“. მთელი ცხოვრების მანძილზე პირის ღრუს პროფილაქტიკური გასინჯვა, ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელ და ფუნქციონალურ პირის ღრუს უზრუნველყოფს.
ჯანმრთელი პირის ღრუ შესაძლებლობას იძლევა ისაუბრო, შეინარჩუნო სუნი, გემო; შეხების, ღეჭვისა და კბეჩის დროს არ შეიგრძნო ტკივილი, დისკომფორტი და ემოციური სტრესი. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ 5, 25, 65 ან 85 წლის. პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში თქვენი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.[i]
[i] http://www.worldoralhealthday.com/2017/live-mouth-smart