Logo

სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები

title


სიმსუქნის ფესვები ბევრად ღრმად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
ერთად შეგვიძლია უფრო ჯანმრთელი მომავლის შექმნა



სიმსუქნეზე რეალური გავლენის მოსახდენად საჭიროა ერთად ვიმუშაოთ მისი გამომწვევი მრავალი მიზეზის აღმოსაფხვრელად.


სიმსუქნის გამომწვევი რომელიმე მიზეზის უგულვებელყოფამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს მისი მკურნალობა. ამიტომ, საჭიროა ცნობიერების ამაღლება და შესაბამის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე გაზრდილი წვდომა.


ერთად ვიმუშაოთ სიმსუქნის ძირეულ მიზეზებთან ბრძოლაში


1.    ბიოლოგია
ადამიანის ორგანიზმში ჩაშენებულია შიმშილისგან თავდასაცავი მექანიზმები - ამან შესაძლოა გაართულოს წონის კლება.
2.    საკვები
მთელს მსოფლიოში გავრცელებულ გადამუშავებულ საკვებს (შაქრით, მარილით, ცხიმით მდიდარი საკვები, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიმსუქნის სწრაფ ზრდაში.
3.    გენეტიკური რისკი
გენეტიკის წვლილი სიმსუქნის განვითარებაში  40-70%-ია.
4.    ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა
პროფესიონალებზე ხელმისაწვდომობის გარეშე სიმსუქნის მქონე ადამიანების უმეტესობა ვერ მიაღწევს წონის კლებას და ხანგრძლივად ვერ შეინარჩუნებს ჯანსაღ წონას.
5.    ცხოვრებისეული მოვლენები
მუცლდაყოფნის პერიოდი, ადრეული ბავშვობა, ორსულობა, ავადმყოფობა და მკურნალობა - წონაზე, შესაძლოა, ყველაფერმა მოახდინოს გავლენა.
6.    მარკეტინგი
კვების სისტემებსა და ჯანმრთელობას შორის არსებობს კომპლექსური კავშირი. დადასტურებულია სიმსუქნეზე საკვები პროდუქტების მარკეტინგის გავლენა.
7.    ფსიქიკური ჯანმრთელობა
ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთმა პრობლემამ და მის სამკურნალოდ გამოყენებულმა მედიკამენტებმა  შესაძლოა გამოიწვიონ წონის მატება.
8.    ძილი
ძილის ნაკლებობა, ისევე როგორც სტრესი, იწვევს  ცვლილებას ჰორმონალურ სისტემაში, რაც გავლენას ახდენს წონაზე.
9.    სტიგმა
წონასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია და სტიგმა სერიოზულ გავლენას ახდენს  მსუქან ადამიანებზე.

წყარო:
https://www.worldobesityday.org/assets/downloads/Roots_of_obesity.pdf