Logo

100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

title


 

100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

წყარო: https://www.who.int/news-room/spotlight/more-than-100-reasons-to-quit-tobacco

 

  1. მწეველები კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს გარეგნობაზე

  1. ყველაფერი იჟღინთება უსიამოვნო სუნით: კანი, ტანსაცმელი, თითები, პირის ღრუ, მთლიანად სახლი.
  2. თამბაქო იწვევს კბილის ნადების წარმოქმნას და კბილების გაყვითლებას.
  3. სიგარეტისა და თამბაქოს სხვა პროდუქტების გამოყენება იწვევს უსიამოვნო სუნს პირიდან.
  4. თამბაქო ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც ადამიანი თავის ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურება. მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ხელს უწყობს იმ ცილების დაშლას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, აქვეითებს A ვიტამინის დონეს და არღვევს სისხლის მიმოქცევას.
  5. ასეთი ნაოჭები თავს ყველაზე მეტად იჩენენ თვალებისა და ტუჩების გარშემო. ამასთანავე, თამბაქო აუხეშებს და აშრობს კანს.
  6. მოწევა ზრდის ფსორიაზის, კანის არაინფექციური ანთებითი დაავადების განვითარების რისკს, რომელსაც ახასიათებს ქავილი და წითელი ლაქები მთელ სხეულზე.

მოწევა ვნებს არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც

  1. ყოველწლიურად 1 მილიონ ადამიანზე მეტი კვდება პასიური მწეველობის გამო.
  2. არამწეველ ადამიანებს, რომლების პასიური მოწევის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
  3. სიგარეტი კვლავ რჩება ხანძრის გამოწვევისა და მასთან დაკავშირებული მსხვერპლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად.
  4. ელექტრონული სიგარეტი ახდენს ნიკოტინითა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებით ზეგავლენას გარშემომყოფ ადამიანებზე.
  5. პასიური მოწევისას თამბაქოს კვამლს შეუძლია გაზარდოს ტუბერკულოზის გამწვავებისა და მის აქტიურ ფაზაში გადასვლის რისკი.
  6. ტიპი ორი დიაბეტი ასოცირდება პასიურ მწეველობასთან.

თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის მოწევა ბავშვების გარემოცვაში ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას

  1. მწეველთა ბავშვებს ხშირად აქვთ შემცირებული ფილტვის ფუნქცია, რის შედეგადაც ზრდასრულ ასაკში უყალიბდებათ ქრონიკული რესპირაციული დაავადებები.
  2. ელექტრონული სიგარეტის სითხე სერიოზულ რისკს წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
  3. ცნობილია ტრავმის შემთხვევები, მათ შორის დამწვრობა, რაც გამოწვეულია ელექტრონული სიგარეტის აალებითა და აფეთქებით.
  4.  პასიურ მწეველ სკოლის ასაკის ბავშვებში აგრეთვე მაღალია ასთმის განვითრების რისკი, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით.
  5. ოჯახურ პირობებში პასიურ მწეველ 2 წლამდე ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთება, რასაც შეიძლება მოჰყვეს სმენის დაქვეითება და სიყრუე.
  6. თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს ბავშვებში პასიურ მოწევასთან დაკავშირებული მრავალი დაავადების რისკს, მათ შორის რესპირაციული დაავადებებისა (მაგალითად ასთმა) და ოტიტის.

თამბაქოს მოხმარებას თან ახლავს უარყოფითი სოციალური შედეგები

20.   თქვენ არ გსურთ იყოთ ცუდი მაგალითი შვილებისთვის, მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის.

  1. თამბაქოს მოხმარებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს სოციალურ ურთიერთობებზე.
  2. თამბაქოზე უარის თქმა ნიშნავს ცხოვრებას შეზღუდვების გარეშე - თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იმყოფებოდეთ საზოგადოებაში, მოსაწევად გარეთ გასვლის საჭიროების გარეშე.
  3. თამბაქოზე უარის თქმა გაგხდით უფრო პროდუქტიულს და შრომისუნარიანს - აღარ გექნებათ საჭიროება მოწყდეთ საქმეს მოწევის გამო.

მოწევა დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან

  1. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მწეველთა დანახარჯი საშუალოდ 1,4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამაში შედის დანახარჯები თავად სიგარეტზე, სამედიცინო დანახარჯები, მედიკამენტები და ზოგიერთ ქვეყანაში არსებული უფრო დაბალი ხელფასი მწეველებისთვის, მასთან დაკავშრებული პასიური მწეველობის რისკის გამო
  2. თამბაქოს მოხმარება გავლენას ახდენს დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე, რადგან ზრდის სამსახურის გაცდენის ალბათობას.
  3. თამბაქოს მოხმარება იწვევს სიღარიბეს, რადგან ოჯახები ხარჯავენ ფინანსურ რესურსებს თამბაქოზე იმის ნაცვლად, რომ დახარჯონ ისეთ ძირითად მოთხოვნილებებზე, როგორიცაა საკვები და საცხოვრებელი.
  4. თამბაქოს მოხმარება ქმნის დამატებით ტვირთს მსოფლიო ეკონომიკისათვის, დაახლოებით 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი იხარჯება იმ დაავადებები სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით, და მასთან დაკავშირებული შრომითი რესურსების დანაკარგებითა და სიკვდილიანობით.

მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე

  1. მწეველებში უფრო ხშირია უნაყოფობა. თამბაქოზე უარი ნიშნავს თავიდან ავიცილოთ დაფეხმძიმების პრობლემების, ნაადრევი მშობიარობის, დაბალი წონის ნაყოფის და თვითნებური აბორტის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი.
  2.  მოწევა იწვევს ერექციულ დისფუნქციას, ზღუდავს სისხლის მიწოდებას სასქესო ორგანოსთან, რაც ხელს უშლის ერექციას. ერექციული დისფუნქცია უფრო ხშირად ვლინდება მწეველებში. ეს პრობლემა დიდი ალბათობით არ მოიხსნება, იქნება მუდმივი, თუკი მამაკაცი უარს არ იტყვის თამბაქოზე ახალგაზრდობაში
  3. თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ხარისხზე, მათ მობილობასა და ფორმაზე.

თამბაქოს ყველა სახეობა სასიკვდილოა

  1. ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო.
  2. თამბაქო კლავს მისი მომხმარებლის ნახევარს. თამბაქოს ნებისმიერი სახეობის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებასა და მძიმე დაავადებებს.
  3. ჩილიმის მოწევა ისეთივე მავნებელია, როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქოსი.
  4. საღეჭმა თამბაქომ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს კიბო, კბილების დაკარგვა, ემალის გამუქება, ღრძილებზე თეთრი ლაქების გაჩენა და პაროდონტიტი.
  5. უკვამლო თამბაქო იწვევს ნიკოტინის უფრო სწრაფ შეწოვას და, შესაბამისად, დამოკიდებულების უფრო სწრაფ განვითარებას.

თამბაქოს ყიდვით თქვენ ფინანსურად ეხმარებით ინდუსტრიას, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ფერმერებსა და ბავშვებს და ხელს უწყობს ავადობის და სიკვდილიანობის ზრდას

  1. თამბაქოს მოყვანით დაკავებულ ფერმერებს ხშირად ემართებათ ნიკოტინის კანში შეწოვით, სასუქითა და თამბაქოს მტვრით გამოწვეული დაავადებები.
  2. ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოყვანით ბავშვები არიან დაკავებულნი, რაც არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ უზღუდავს მათ სასკოლო განათლების საშუალებას.
  3. თამბაქოს მოხმარება აღრმავებს სიღარიბის არსებულ პრობლემას, რადგან თამბაქოს მომხმარებლები არიან ონკოლოგიურ დაავადებათა, მასთან დაკავშრებული ნაადრევი სიკვდილიანობის, გულის შეტევის, რესპირატორული და სხვა დაავადებათა ბევრად მაღალი რისკის ქვეშ, რაც ართმევს ოჯახებს ესოდენ მნიშვნელოვან შემოსავალს და იწვევს დამატებით ხარჯებს სამედიცინო დახმარებისთვის.
  4. თამბაქოს სექტორში მომუშავე ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ზოგადად ძალიან მცირე შემოსავალი აქვს, მაშინ როცა, თამბაქოს მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი მოგება.

გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი ვნებს ჯანმრთელობას

  1. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელი ისეთი ტოქსიკური გამონაბოლქვის უშუალო ზემოქმედების ქვეშ ექცევა, რომელთაგანაც მრავალი იწვევს კიბოს
  2. გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი თავისი არსით თამბაქოს ნაწარმია, ამიტომ მასზე გადასვლა, არ ნიშნავს თამბაქოზე უარის თქმას.
  3. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი ჩვეულებრივ სიგარეტზე ნაკლებად მავნეა.

ელექტრონული სიგარეტი ვნებს ჯანმრთელობას და არ არის უსაფრთხო

  1. იმ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მინიმუმ ორჯერ იზრდება ზრდასრულ ასაკში თამბაქოს მოხმარების ალბათობა.
  2. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
  3. ელექტრონულ სიგარეტში არსებული ნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და ვნებს ბავშვის ტვინის განვითარებას.

ნებისმიერი ტიპის თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებულად კი მოწევა, არ გვაძლევს სრულფასოვნად სუნთქვის საშუალებას.

  1.  თამბაქოს მოხმარება კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 25%-ის მიზეზია მთელს მსოფლიოში.
  2. მწეველ ბავშვებს აქვთ ცხოვრების განმავლობაში ფილტვის კიბოთი დაავადების 22-ჯერ მეტი რისკი არამწეველ ბავშვებთან შედარებით. მოწევა ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზია და მას უკავშირდება ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ორ მესამედზე მეტი.
  3. ყოველ მეხუთე მწეველს უვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლის განმავლობაში. განსაკურებით კი მათ, ვინც მოწევას იწყებს ბავშვობაში და მოზარდობაში, რადგან თამბაქოს გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად აფერხებს ფილტვების განვითარებას.
  4. მოწევა ამწვავებს ასთმას ზრდასრულებში, ზღუდავს მათ ფიზიკურ აქტივობას, ხელს უწყობს ინვალიდობის განვითარებას და ზრდის ასთმის მძიმე შეტევების რისკს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  5. თამბაქოს მოხმარება 2-ჯერ ზრდის ტუბერკულოზის ლატენტურიდან აქტიურ ფორმაში გადასვლის რისკს და ამძიმებს დაავადების ბუნებრივ სვლას. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25% აქვს ტუბერკულოზის ლატენტურ ფორმა.

თამბაქო ამსხვრევს გულებს

  1. დღეში თუნდაც რამდენიმე სიგარეტის მოწევა, ეპიზოდური ან პასიური მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  2. მწეველები ინსულტის 2-ჯერ უფრო მაღალი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  3. თამბაქოს გამონაბოლქვი აზიანებს გულის არტერიებს, წარმოქმნის ნადებს და ხელს უწყობს თრომბის განვითარებას, რითიც ზღუდავს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას და საბოლოო ჯამში იწვევს გულის შეტევას და ინსულტს.
  4. თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის გამოყენება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

თამბაქო იწვევს სიმსივნის 20-ზე მეტ სახეობას

  1. თამბაქოსა და უკვამლო თამბაქოს ნაწარმის გამოყენება იწვევს პირის ღრუს, ტუჩებისხორხისა და საყლაპავის კიბოს.
  2. სიმსივნით დაზიანებული ხორხის ქირურგიულმა ამოკვეთამ, შესაძლოა გამოიწვიოს ტრაქეოსტომიის ანუ ყელსა და ტრაქეაში ღია ღრუს ამოჭრის აუცილებლობა, რომელიც პაციენტს სუნთქვის საშუალებას მისცემს.
  3. მწეველები არიან მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ცხვირის და პარანაზალური სინუსური ღრუების, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის, კუჭის ან საკვერცხის და ქვედა საშარდე გზების კიბოს (შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის და თირკმლის მენჯის ჩათვლით) განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
  4. ზოგიერთმა კვლევამ ასევე თვალსაჩინო გახადა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის, განსაკუთრებით მძიმე მწეველებსა და იმ ქალებს შორის, რომლებიც მოწევას პირველ ფეხმძიმობამდე იწყებენ .
  5. ასევე ცნობილია, რომ მოწევა ზრდის საშვილოსნოს ყელი კიბოს რისკს, ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) ინფიცირებულ ქალებში.

მწეველები უფრო ხშირად კარგავენ მხედველობასა და სმენას

  1. მოწევა იწვევს თვალის მრავალ დაავადებას, რომელმაც მკურნალობის გარეშე, შეიძლება მხედველობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანოს ადამიანი
  2. მწეველებს არამწეველებთან შედარებით უფრო მაღალი ალბათობით ემართებათ მაკულოდისტროფია, რომელიც იწვევს გარდაუვალ სიბრმავეს.
  3. მწეველებს ასევე აქვთ კატარაქტის (თვალის ბროლის შემღვრევა) განვითარების უფრო მაღალი რისკი, რის დროსაც, თვალი ბლოკავს სინათლის გატარებას. კატარქტა იწვევს მხედველობის გაუარესებას, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა რჩება მხედველობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად.
  4. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მოწევა ასევე იწვევს გლაუკომას - მდგომარეობა, რომლის დროსაც მატულობს თვალის შიდა წნევას და ქვეითდება მხედველობა.
  5. ზრდასრული მწეველები უფრო ხშირად განიცდიან სმენის დაკარგვას.

თამბაქო ვნებს ყველა ორგანოს

  1. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოიხმარენ თამბაქოს, კარგავენ სიცოცხლის არანაკლებ 10 წელს.
  2. თითო ნაფაზთან ერთად ორგანიზმში აღწევს ტოქსინები და კანცეროგენები. ამათგან სულ ცოტა 70 ნივთიერება იწვევს სიმსივნეს.
  3. მწეველები დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  4. მოწევა არის დემენციის (აშლილობის ჯგუფი, რომელიც ვლინდება გონებრივი უნარების დაქვეითებითა და ტვინის ფუქციის მოშლით) განვითარების რისკ-ფაქტორი.
  5.  ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით, შემთხვევათა დაახლოებით 14% შესაძლოა მოწევასთან იყოს დაკავშირებული.
  6. მწეველ ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ მტკივნეული მენსტრუაცია და აქვთ მენოპაუზის უფრო გამოკვეთილი სიმპტომები.
  7. მწეველ ქალებში მენოპაუზა იწყება 1-4 წლით ადრე, რადგან თამბაქო უარყოფითად მოქმედებს კვერცხუჯრედების წარმოქმნაზე, რაც იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვას და ესტროგენის დონის შემცირებას.
  8. თამბაქოს გამონაბოლქვი აფერხებს სხეულის ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
  9. თამბაქოს გამოყენება აფერხებს სისხლის ნაკადს, რამაც, მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს განგრენა (სხეულის ქსოვილის კვდომა) და დაზიანებული ადგილის ამპუტაცია.
  10. თამბაქოს მოწევა ზრდის პაროდონტოზის რისკს. პაროდონტოზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღრძილებს, შლის ყბის ძვალს და იწვევს კბილების დაკარგვას.
  11. თამბაქოს მწეველები ოპერაციის შემდგომი გართულებების ბევრად მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  12. მწვეველთათვის უფრო რთულია მართვითი სუნთქვიდან გამოსვლა. ეს ხშირად ახანგრძლივებს მათ მიერ რეანიმაციულ და ინტესიური თერაპიის განყოფილებაში და ზოგადად საავადმყოფოში დაყოფილ დროს, რაც ზრდის ინფექციური დაავადებებით ინფიცირების რისკს.
  13. მწეველებს უფრო ხშირად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა კუჭის წყლული, ნაწლავების ანთებითი დაავადება, მასთან ასოცირებული მუცლის სპაზმი, მუდმივი დიარეა, ცხელება, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან და კუჭ-ნაწლავის კიბო.
  14. მწეველები უფრო ხშირად კარგავენ ძვლის სიმკვრივეს, უფრო ხშირად აწუხებთ მოტეხილობები და უფრო ადვილად უვითარდებათ სერიოზული გართულებები, როგორიცაა დაგვიანებული შეხორცება ან განკურნება.
  15. თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, აყენებენ მწეველებს ფილტვის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.
  16. ავტოიმუნური დაავადებების გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები არიან ისეთი დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, როგორიცაა, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, ბაქტერიული მენინგიტი, პოსტოპერაციული ინფექციები და სხვადასხვა სახის კიბო.
  17. მოწევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მაგალითად, კისტოზური ფიბროზით, გაფანტული სკლეროზით ან კიბოთი დაავადებულებს, აყენებს თანმხლები დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ.
  18. თამბაქოს სუპრესიული მოქმედება იმუნიტეტზე აივ-ინფიცირებულ ადამიანებს შიდსის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. აივ-ინფიცირებულ მწეველთა შორის, დაკარგული ცხოვრების წლების საშუალო რაოდენობა 12,3 წელია. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია აივ-ინფიცირებულ არამწეველთა მაჩვენებელზე.

თამბაქო და ნიკოტინი ვნებს თქვენს შვილს

  1. თამბაქოს მოხმარება ან პასიური მწეველობა ორსულობის დროს ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს.
  2. ქალები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან არიან პასიური მწეველები, ორსულობისას მათ სპონტანური აბორტის მაღალი რისკი აქვთ.
  3. ასევე ხშირია მკვდრადშობადობის (საშვილოსნოში გარდაცვილილი ნაყოფის დაბადება) შემთხვევები ნაყოფის ჰიპოქსიისა და პლაცენტის ანომალიების გამო, რაც გამოწვეულია თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირბადის მონოქსიდით და თამბაქოს კვამლში და უკვამლო თამბაქოში არსებული ნიკოტინით.
  4. მწეველი ქალები საშვილოსნოს  გარე ორსულობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს  დედის სიცოცხლისთვის პოტენციურად სასიკვდილო გართულებას წარმოადგენს.
  5. თამბაქოსა და პასიური მწეველობისაგან თავის შეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, ასევე ორსული და იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
  6. ელექტრონული სიგარეტის მოხმარება მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ორსულთათვის, რადგან იგი ვნებს ნაყოფს.
  7. თამბაქოს მომხმარებელი ან პასიური მწეველი ქალები იმყოფებიან ნაადრევი მშობიარობისა და მცირე წონის ჩვილების დაბადების მაღალი რისკის ქვეშ.

თამბაქო ანაგვიანებს გარემოს

  1. თამბაქოს ნარჩენებისაგან გარემოს გაწმენდას ფინანსურად უზრუნველყოფენ ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლებები და არა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები. შეწყვიტეთ მოწევა გარემოს დასაცავად.
  2. თამბაქოს ნამწვი მსოლიოში ყველაზე ხშირად გადაყრილ ნარჩენებს შორისაა. თამბაქოს ნარჩენი წარმოადგენს პლაჟებსა და წყლის პირას ყველაზე ხშირად გამორიყულ ნაგავს.
  3. სიგარეტის ნამწვი შეიცავს საშიშ ნივთიერებებს, მათ შორის დარიშხანს, ტყვიას, ნიკოტინს და ფორმალდეჰიდს, საიდანაც ეს ნივთიერებები ხვდებიან წყალსა და ნიადაგში.
  4. თამბაქოს გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს.
  5. სიგარეტის მოსაკიდებლად ვიყენებთ ასანთს ან სანთებელას. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ხის ასანთი გამოიყენება ორი სიგარეტის მოსაკიდებლად, წელიწადში გლობალურად მოწეული ექვსი ტრილიონი სიგარეტი საჭიროებს ცხრა მილიონი ხის განადგურებას, რათა ვაწარმოოთ ამისთვის საჭირო სამი ტრილიონი ხის ასანთი.
  6. ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი შეიძლება შეიცავდეს ელემენტებს, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას, აგრეთვე ქიმიკატებს, შეფუთვას და სხვა არაბიოდეგრადირებად მასალას.
  7. ამჟამად, ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯების უმეტესობა არ არის მრავალჯერადი და არ ხდება მათი გადამუშავება - თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ასაღებენ ერთჯერად კარტრიჯებს, სავარაუდოდ, გაყიდვებისა და ერთგული მომხმარებლების მოზიდვის მიზნით.
  8. თამბაქოს წარმოების მთლიანი გამონაბოლქვი უდრის 3 მილიონ ტრანსატლანტიკურ გადაფრენას.
  9. თამბაქოს კვამლი შეიცავს სამი სახის სათბურის გაზებს: ნახშიროჟანგს, მეთანს და აზოტის ოქსიდებს და აბინძურებს შენობის გარე და შიდა ჰაერს.
  10. თამბაქოს მოყვანისა და გადამუშავების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 200,000 ჰექტარი მიწა გამოიყენება.
  11. თამბაქოს მოსაშენებლად ტყის გაჩეხვას მოაქვს არაერთი ძალზედ მავნე ეკოლოგიური შედეგი - ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნიადაგის ეროზია და დეგრადაცია, წყლის დაბინძურება და ატმოსფერული ნახშირორჟანგის მომატება.
  12. თამბაქოს მოყვანა მოითხოვს ისეთი ქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენებას როგორიც არის პესტიციდები, სასუქები და ზრდის მარეგულირებლები. ეს ნივთიერებები სასმელი წყლის წყაროებში ხვდება თამბაქოს პლანტაციებიდან ჩამონადენის სახით.
  13. ყოველ 300 წარმოებულ სიგარეტზე (დაახლოებით 1,5 ბლოკი), მხოლოდ თამბაქოს ფოთლების გამოშრობას სჭირდება ერთი ხე.
  14. ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტის წარმოებით, თამბაქოს ნაწარმისთვის მზადდება დაახლოებით 300 მილიარდი პაკეტი (თითო კოლოფში 20 სიგარეტი). თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ცარიელი შეფუთვა იწონის დაახლოებით ექვს გრამს, ეს შეადგენს დაახლოებით 1,800,000 ტონა შეფუთვის ნარჩენს, რომელიც შედგება ქაღალდის, მელნის, ცელოფანის, ფოლგისა და წებოსაგან. დისტრიბუციისა და შეფუთვისათვის