Logo

ზოგადი მიმოხილვა

title

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19- ის მართვა

( პროგრამული კოდი : 27 03 03 10 01)

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით   (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან   (COVID - 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების , ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით .

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

·        ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

Ø  შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;

Ø    COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას;

Ø  COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით, მათ შორის:

-         ტესტირებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი / მარტივი მეთოდით ;

-         ტესტირებას ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (მათ შორის, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებში ჩართული პირების  ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით).

·        ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების  შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;

·        დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 166 ერთეული) შრომის ანაზღაურებას .