Logo

ზოგადი ინფორმაცია

title აივ-ინფექციის/შიდსის მართვა
(პროგრამული კოდი 27 03 02 07)
პროგრამის მიზანია:
•    აივ-ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;
•    აივ-ინფექციის/შიდსის გავრცელების შეფერხება;
•    აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
•    აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სიკვდილიანობის შემცირება.
პროგრამა/კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:
•    აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებას (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირებას, რომელიც მოიცავს:

    პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    სექსმუშაკების, მათი კლიენტების და მსმ-ების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    B და/ან C ჰეპატიტის მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
    მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;
    ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, Covid-19-ის, აივ-ინფექციის/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროგრამების ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების (მ.შ., პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების) მიერ შესაბამის რეგიონში 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას (ტესტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგება განხორციელდება ცენტრის მიერ „აივ-ინფექციის/შიდსის მართვის“, „C ჰეპატიტის მართვისა“ და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში);
    ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფების სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას ეროვნული გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული აივ კვლევის ალგორითმზე. კერძოდ, პირველადი სკრინინგით მიღებული რეაქტიული (დადებითი) შედეგის მიღების შემთხვევაში სისხლის ნიმუში შემდგომი კვლევებისთვის იგზავნება რეფერალურ დაწესებულებაში. სადაც ტარდება 2 განმეორებითი ტესტი რომელიც არის უფრო მაღალი სპეციფიკურობის ვიდრე პირველადი ტესტი. განმეორებითი გამოკვლევის შედეგად 2 უარყოფითი პასუხი მიუთითებს უარყოფით შედეგს, ხოლო 2 რეაქტიული პასუხი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებას. იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი 2 ტესტიდან 1 შემთხვევაში მიღებული იქნა დადებითი, ხოლო მეორე შემთხვევაში უარყოფითი შედეგი, სისხლის ნიმუშის გადამოწმება ხდება აივ რნმ(დნმ) პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. პჯრ გამოკვლევით მიღებული უარყოფითი შედეგით ითვლება რომ გამოსაკვლევი პირი არ არის აივ ინფიცირებული, ხოლო დადებითი შედეგი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებაზე და მას შეეთავაზება მკურნალობის და მოვლის პროგრამაში ჩართვა;
    სახელმწიფო პროგრამით მოცული (მ.შ., აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის და სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის) ჯგუფებისათვის აივ-ინფექციაზე/შიდსზე პირველადი სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის, B ჰეპატიტისა და სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცენტრებში განთავსებული პირებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვა;
    სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული 18 წლის და მეტი ასაკის პირების ტესტირება აივ-ინფექციაზე/შიდსზე, რომელთა ბოლო ტესტირებიდან გასულია არანაკლებ 6 თვისა;
    აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად (100%) და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);
    აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას პაციენტებისთვის, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით, სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;
    აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ;
 
    მაღალი რისკის ჯგუფების უზრუნველყოფა შემდეგი სახის სამედიცინო სერვისებით:
    სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები);
    აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა (ნიმ), მსმ-ებში, ტრანსგენდერ პირებში და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში, რაც მოიცავს:
    მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიებასა და ნებაყოფლობით სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებით სკრინინგს B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;
    აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრის მიერ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
    ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
    აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის უზრუნველყოფა აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით; აივ ინფექცია/შიდსის სადიგანოსტიკო ტესტსისტემებით და სხვა სახარჯი მასალებით, აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მონიტორინგის მომსახურებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ ინფექციის პრევენციის მიზნით ზიანის შემცირების მომსახურებით;
    ნარკოტიკების ინექციური მოხმარებლების, მსმ, ტრანსგენდერი, კომერციული სექს მუშაკი ქალებისათვის დაავადებათა პროფილაქტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება (მათ შორის, ბენეფიციართა განათლება აივ-ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პრევენციის საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტირების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და აქციების ფარგლებში; მაღალი რისკის ქცევის შეცვლის კონსულტაცია; საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელება, ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება; მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიება, ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე თვითტესტირების მეთოდით, ასევე, სხვა თანმხლებ ინფექციებზე; აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული, ექსპოზიციის წინა ანტირეტროვირუსულ პროფილაქტიკურ მკურნალობაში ჩასართავად პაციენტთა მობილიზების ღონისძიებების გახორციელება) და მასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურება.