title
პროექტის დასახელება: „გავის გარდამავალი პერიოდის გრანტის აქტივობების განხორციელება
საქართველოში“, ჯანმო, 04.05.2018 - 31.12.2018
პროექტის ანოტაცია
ა). პროექტის მიზანი:
მოცემული პროექტის მიზანია საქართველოში გარდამავალი პერიოდის გრანტის იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც აუცილებელია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მხრივ არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების საპასუხოდ, გავის მხარდაჭერის დასრულების შემდეგ.
ბ). პროექტის
განხორციელების გზები:
აქტივობა 1. ვაქცინების მართვის შეფასების მხარდაჭერა
მოსალოდნელი შედეგები: ვემ შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები.
აქტივობა 2. ვაქცინების მართვის სტანდარტული
ოპერაციული პროცედურების და ზედამხედველობის კითხვარების შემუშავების მხარდაჭერა, ვაქცინების მართვის პოლიტიკის სახელმძღვანელოების განახლების მიზნით; რაიონული მენეჯერებისთვის ტრენერთა ტრეინინგის ჩატარება.
მოსალოდნელი
შედეგები: ვაქცინების მართვის საუკეთესო პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციის (დანერგვის) უზრუნველყოფა, ვაქცინების და მედიკამენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ცივ ჯაჭვს, ხარისხის მართვის სისტემური მიდგომების და შესაბამისი ვაქცინების მართვის სტანდარტული პროცედურების (სოპ) დანერგვით (არსებული სახ. პოლიტიკის მიმოხილვა და ძირითადი ჯანმოს გაიდლაინების ინტეგრაცია სახ. რეგულაციებში).
აქტივობა 3. ცივი ჯაჭვის ტემპერატურის მონიტორინგის კვლევის ჩატარების მხარადჭერა, ჯანმოს სახელმძღვანელოების მიხედვით და ოთახ-მაცივრებში ტემპერატურის კარტირების კვლევა.
მოსალოდნელი
შედეგები: ცივი ჯაჭვის ტემერატრის მონიტორინგის კვლევა/ტემპერატურის კარტირების
კვლევის ანგარისები და რეკომენდაციები.
აქტივობა 4. აცრისშემდგომ გართლებებზე ეროვნული გაიდლაინების განახლება და მასში შეფასების სქემის ჩადება.
მოსალოდნელი შედეგები:
იშგამ-ის სახელმძღვანელო განახლებულია ჯანმოს რეკომენდაციების
გათვალისიწნებით
აქტივობა 5. იმუნიზაციის მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში - პროვაიდერთა ტრეინინგი იმუნიზაციის მართვის განახლებული და მარაგების მართვის ახლად დანერგილი ელექტრონული მოდულების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:
დაგეგმილია 250-ზე მეტი ტრეინინგის ჩატარება საქართველოს ყველა
რაიონში, რაც მოიცავს დაახლოებიტ 4500 სპეციალისტს. ცოდნის და უნარების განახლება
უზრუნველყოფს სანდო და დროული მონაცემების ხელმისაწვდომობას.
აქტივობა 6. პრაქტიკული იმუნიზაციის (IIP) ტრეინინგები პროვაიდერებისთვის
მოსალოდნელი შედეგები:სამედიცინო პერსონალი გაივლის პრაქტიკული იმუნიზაციის ტრეინინგებს რაც გააძლიერებს მათ უნარებს და სამუშაო შესაძლებლობების და გააუმჯობესებს იმუნზაციის პროგრამის შესრულებას რაიონულ და ეროვნულ დონეზე.
აქტივობა 7. შუალედური დონის მენეჯერების (MLM) ტრეინინგი.
გ).მოსალოდნელი შედეგები:
გადამზადებული პროფესიონალები განახლებული ცოდნითა და უნარებით გააუმჯობესებენ მათ სამუსაო შესაძლებლობებს რაც გააზლიერებს იმუნიზაციის სისტემას ადმინისტრაციულ დონეზე; ასევე მოსალოდნელი, რომ ჩაატარებენ პრაქტიკული იმუნიზაცაიის ტრეინინგებს სამედიცინო პერსონალისთვის მათ სამოქმედო ტერიტორიაზე.