Logo

ძუძუს კიბო

title

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე

მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონ (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს - 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს  შემდეგ.

ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-bar.png

2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.

ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები - ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო - ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.

 

 

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი

100 000 ქალზე, 2012 GLOBOCAN

 

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-map-i2.png

 

 

 

 

 

 

ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებლების დინამიკის შეფასება უჩვენებს, რომ 1975-2010 წლებში ევროპისა (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, სლოვაკია, ესპანეთი, ინგლისი) და აზიის (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ფილიპინები, სინგაპური) ბევრ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ევროპის ქვეყნებში ავადობის ზრდა უკავშირდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდას, ურბანიზაციას, პირველი  სრული ორსულობის დაგეგმვას მოგვიანებით ასაკში და შვილების მცირე რიცხვს, ხოლო აზიის ქვეყნებში ასეთი ტენდენცია დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრებითაა გაპირობებული.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შემცირდა ინციდენტობა, შედარებით მცირეა - ავსტრალია, კანადა, აშშ.

 

 

 

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-1i.png

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-2i.png

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-3i.png

 

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ქალზე, 2012, GLOBOCAN

 

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-map-m2.png

 

ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

 

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული  შეფასებითი მაჩვენებლების მიხედვით ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობა მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში (დანია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, საფრანგეთი,  ესპანეთი), კანადაში, აშშ-სა და ავსტრალიაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სიკვდილიანობის კლება  უკავშირდება სკრინინგული პროგრამების დანარგვის შედეგად დაავადების ადრეულ  სტადიაზე გამოვლინებასა და ეფექტური მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას.

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-1m.png

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-2m.png

 

http://globocan.iarc.fr/old/FactSheets/cancers/breast-tts-3m.png

 

ქალთა პოპულაცია:

ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში ქალთა შორის მსოფლიოში, 2012, GLOBOCAN

 

http://globocan.iarc.fr/old/Factsheets/populations/graphs/bc9002.png

ორივე სქესი:

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის შეფასებითი მაჩვენებელი პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ადგილზე (ფილტვის კიბოს შემდეგ) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში მსოფლიო პოპულაციაში, 2012, GLOBOCAN

 

http://globocan.iarc.fr/old/Factsheets/populations/graphs/bc9000.png