title
პროგრამის დასახელება: “ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა”. შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი; 01.01.2017 – 31.01.2019.
პროგრამის ანოტაცია
ა). პროექტის მიზანი:
ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მისი გავლენის შემცირება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.
ბ). პროექტის განხორციელების გზები:
ადრეულ და ხარისხიან დიაგნოსტიკაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის M/XDR ტუბერკულოზისთვის;
ხარისხიან მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის M/XDR ტუბერკულოზისთვის პაციენტის სათანადო მხარდაჭერით;
ხელშემწყობი გარემოს და სისტემების შექმნა ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის მიზნით.
ჯანდაცვის სისტემის საერთო ფუნქციების გაძლიერება ტუბერკულოზის და აივ/შიდსის კონტროლისთვის.
გ). მოსალოდნელი შედეგები:
ტუბერკულოზის გავრცლების და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება და წამალ-რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენცია.