Logo

ნარჩენები და მათი მართვა

title

ნარჩენები და მათი მართვა

რას წარმოადგენს ნარჩენები?

ნარჩენი  არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. განარჩევენ შემდეგი სახის ნარჩენებს:

ბ) სახიფათო ნარჩენებს;

გ) არასახიფათო ნარჩენებს;

დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენებს – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილ ნარჩენებს;

ე) მუნიციპალურ ნარჩენებს – საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, აგრეთვე სხვა ნარჩენებს, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია;

ვ) ინერტული ნარჩენებს– ნარჩენებს, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;

ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენებს – ნარჩენებს, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;

თ) თხევადი ნარჩენებს – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენებს;

ი) სამედიცინო ნარჩენებს – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენებს;

კ) ცხოველურ ნარჩენს (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;

ლ) სპეციფიკურ ნარჩენს – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენს, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები და სხვა);

რა  მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს ნარჩენების მართვა ?

 1. ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ:

 ა) საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას;

 ბ) არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით;

გ) არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ამ მხრივ ცალკე განხილვას მოითხოვეს სამედიცინო ნარჩენები.

სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საგანგაში სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს:

 

  • უკანასკნელ წლებში აივ-ინფიცირების 33 800, B ჰეპატიტის - 1,7 მილიონი და C ჰეპატიტის - 315 000 ახალი შემთხვევა დაკავშირებული იყო ინექციასთან;
  • ყოველი 100 ინექციიდან ბასრი ნარჩენით დაზიანებას ადგილი აქვს  18,6% შემთხვევაში;
  • ბასრი ნარჩენით დაზიანებისას B ჰეპატიტის განვითარების რისკი 30% -ია, C ჰეპატიტის - 1,8%,ხოლო  აივ-ინფექციის - 0,3%;
  • განვითარებულ ქვეყნებში დღე-ღამეში ერთ საწოლზე გენერირდება 0,5 კგ სახიფათო ნარჩენი, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - 0,2კგ.
  • სამედიცინო დაწესებულებში წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 85%  არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება, დანარჩენი 15% ითვლება საშიშად, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური, ტოქსიკური და რადიოაქტიური.
  • ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მილიარდი ინექცია ინიშნება მსოფლიოში, თუმცა ყველა შპრიცები და ნემსები არ ნადგურდება სათანადოდ გამოყენების შემდეგ.

 

რას წარმოადგენს სამედიცინო ნარჩენები და რით განსხვავდება სხვა სახის ნარჩენებისაგან?

ტერმინი „სამედიცინო ნარჩენები“ მოიცავს ყველა სახის ნარჩენებს, რაც წარმოიქმნება  ჯანდაცვის დაწესებულებებში, კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში  სამედიცინო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, სამედიცინო ნარჩენები მოიცავს იმავე ტიპის ნარჩენებს, რომელიც წარმოიქმნება  მცირე  და წერტილოვანი (გაფანტული) წყაროებიდან, იმ ნარჩენების ჩათვლით, რასაც ადგილი აქვს სახლის პირობებში სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს (მაგ.  დიალიზი, ინსულინის შეყვანა, გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა).

სამედიცინო ნარჩენები კლასიფიცირდება როგორც საშიში და არასაშიში. სამედიცინო ნარჩენების დიდი ნაწილი მიეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების ტიპს და მათ „არასაშიში“ ანუ „საერთო სამედიცინო ნარჩენები“ ეწოდება. ისინი წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებებში, ძირითადად, ადმინისტრაციული, დალაგების და სხვადასხვა საქმიანობის დროს და შეიცავს საკვების მომზადების, გაწმენდა-დალაგების, შეკეთების, საკანცელარიო და ოფისის მომსახურების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს. მათ შორის არის: შესაფუთი მასალები, მუყაო და ქაღალდი, ყვავილები და სხვა.

სამედიცინო ნარჩენების ის ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება „საერთო სამედიცინო ნარჩენებს“, განიხილება, როგორც „საშიში" და შეიძლება სხვადასხვა გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის რისკებს ქმნიდეს.

სამედიცინო ნარჩენები, შესაძლოა, შეიცავს პოტენციურად მავნე მიკროორგანიზმებს, რომელიც აინფიცირებს არამარტო საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებსა და იქ მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებს, არამედ საზოგადოებას, რომელიც, შესაძლოა, ნარჩენებთან სარისკო ექსპოზიციის ქვეშ აღმოჩნდეს.

რა ტიპის სამედიცინო ნარჩენები წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებებში და როგორია სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია?

ნარჩენები მოიცავს სხვადასხვა სახის მასალებს.

საშიში სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია შეჯამებულია ცხრილში1.

ცხრილი 1.  სამედიცინო ნარჩენების კატეგორიები

ნარჩენების კატეგორია

აღწერა და მაგალითები

საშიში სამედიცინო ნარჩენები

ბასრი ნარჩენები 

ნახმარი ან გამოუყენებელი   ბასრი ნარჩენები (მაგ., ჰიპოდერმული, ინტრავენური და სხვა ნემსები: გადასხმის სისტემები, სკალპელები, პიპეტები, დანები,  გატეხილი მინა

ინფექციური ნარჩენები

ნარჩენები, რომლებიც საეჭვოა პათოგენების შემცველობაზე  და დაავადების გავრცელების რისკს ქმნიან (ნაწილი 2.1.2) (მაგ., ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ სისხლს და სხეულის სხვა სითხეებს; ლაბორატორიული კულტურები, მიკრობიოლოგიური მასალა; ნარჩენები, ავადმყოფის გამონაყოფები და სხვა მასალები, რაც შეხებაში იყო განსაკუთრებით საშიში ინფეციური დაავადების მქონე პაციენტთან ბოქსში)

პათოლოგიური ნარჩენები

 

 

 

ფარმაცევტული ნარჩენი,

ციტოტოქსიური ნარჩენი

ადამიანის ქსოვილები, ორგანოები ან სითხეები: სხეულის ნაწილები; ნაყოფი, გამოუყენებელი სისხლის პროდუქტები,

 

ვადაგასული ან არასაჭირო ფარმაცევტული საშუალებები;

ციტოტოქსიური ნარჩენები შეიცავენ ნივთიერებებს გენოტოქსიკური თვისებებით (მაგ., კიბოს მკურნალობაში ხშირად გამოყენებული ციტოტოქსიური წამლები, გენოტოქსიური ქიმიკატები)

ქიმიური ნარჩენები

ქიმიური ნივთიერებების შემცველი  ნარჩენები (მაგ., ლაბორატორიული რეაქტივები, ფირების გამამჟღავნებლები, ვადაგასული ან არასაჭირო დეზინფექტანტები, გამხსნელები, მძიმე მეტალების შემცველი ნარჩენები, მაგ., ბატარეები, გატეხილი თერმომეტრები, სისხლის წნევის აპარატის მანომეტრები)

რადიოაქტიური ნარჩენები

რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ნარჩენები, (მაგ., გამოუყენებელი რადიოთერაპიული ან ლაბორატორიული კვლევის სითხეები, კონტამინირებული მინის ნივთები, შეფუთვის ან ადსორბენტი ქაღალდი; დაულუქავი რადიონუკლეიდებით ნამკურნალები ან ტესტირებული პაციენტის შარდი და განავალი; დალუქული წყაროები

არასაშიში, ანუ საერთო სამედიცინო ნარჩენები

ნარჩენები, რომლებიც არ ქმნიან რაიმე კონკრეტულ ბიოლოგიურ, ქომიურ ან ფიზიკურ საფრთხეს

   

რას მოიცავს სამედიცინო ნარჩენების მართვა?

სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ხორციელდებოდეს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია, შეგროვება, შენახვა, გატანა ან უტილიზაცია, ან/და განადგურება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა  უნდა ხორციელდებოდეს ნარჩენების კლასიფიკაციის, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით, ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.

 

რა ღონისძიებები ხორცილედება საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვასთან  მიმართებაში?

სამედიცინო ნარჩენების ეფექტური მართვის მიზნით შექმნილია ეროვნული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოს კანონს, - “ნარჩენების მართვის კოდექსს”, რომელიც 2015წელს იქნა მიღებული (2994-რს);
  • 2017 წ 16 ივნისის დადგენილებას №294 – “ტექნიკური რეგლამენტი - სამედიცინო ნარჩენების მართვა”;

კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას).

კოდექსის ამოცანაა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა:

 ა) ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით;  ბ) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით;  გ) რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებით და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით.  

კოდექსის რეგულირების სფერო

კოდექსი ვრცელდება ნებისმიერი სახის ნარჩენზე, თუმცა კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება:

ა) რადიოაქტიური ნარჩენები;

ბ) ატმოსფეროში აიროვანი გაფრქვევები;

გ) მიწა (პირვანდელ ადგილზე – ინ სიტუ), მათ შორის, ამოუღებელი დაბინძურებული ნიადაგი, მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები;

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, ის განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებებისათვის, ასევე, იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, მოქმედი კანონმდებლობით, ექვემდებარება სამედიცინო ნარჩენების მსგავსად მართვას, მუხედავად ამ დაწესებულებების/ ორგანიზაციების საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.  გარდა საკანონმდებლო ბაზისა,

  • შემუშავებულია და ხორცილდება ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა.
  • მომზადებულია გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP)

 

[1]



  1. www.who.int/mediacentre/factsheets/fs253/en/Health-care waste
  2. www.who.int/water_sanitation_health/publications/safe-management-of-wastes-from-healthcare-activities/en/
  3. Pépin J, Abou Chakra CN, Pépin E, Nault V, Valiquette L. Evolution of the global burden of viral infections from unsafe medical injections, 2000-2010.PLoSOne. 2014 Jun 9;9(6):e99677.
  4. Bell DM. Occupational risk of human immunodeficiency virus infection in healthcare workers: an overview. Am J Med 1997;102(suppl 5B):9–15.
  5. 5.      https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2676416