title
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა გულისხმობს არვ მედიკამენტების გამოყენებას, რომელიც უნდა დაიწყოს ექსპოზიციიდან რაც შეიძლება მალე, არა უგვიანეს 72 საათის ფარგლებში.
აივ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP) უნდა დაეწყოს აივ ექსპოზირებულ ყველა პირს, რომლებიც იმყოფებიან აივ გადაცემის რისკის ქვეშ.
PEP-ის მისაღები პირების შესაფება უნდა ეფუძნებოდეს ინფექციის შესაძლო წყაროს აივ სტატუსის ცოდნას, ასევე, გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და აივ-ის გავრცელება ადგილზე. PEP
რეკომენდებულია შემდეგ სიტუაციებში:
რისკი
|
ექსპოზიციის
ტიპი
|
წყაროს
აივ სტატუსი
|
სისხლი
|
ინტრავენური ან ინტრამუსკულური ნემსით, ან ინტრავასკულური ხელსაწყოთი კანქვეშა და ინტრამუსკულური პენეტრაცია
|
აივ დადებითი, ან სეროსტატუსი უცნობია, მაგრამ სახეზეა აივ-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი
|
კანქვეშა დაზიანება ბასრი ინსტრუმენტით (ლანცეტი), ინტრამუსკულარული ან კანქვეშა ნემსით, ქირურგიული ნემსით
აივ
|
აივ დადებითი
|
15 წუთზე მეტი ხანგრძლივობის კონტაქტი ლორწოვან გარსთან ან დაზიანებულ კანთან
|
აივ დადებითი
|
გენიტალური სეკრეტი
|
ანალური ან ვაგინალური სექსი
|
ვირემიული აივ დადებითი, ან სეროსტატუსი უცნობია, მაგრამ სახეზეა აივ-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი
რეცეპტიული
|
|
რეცეპტიული ორალური სექსი ეაკულაციით
|
ვირემიული აივ დადებით
|
ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენება
|
ნემსის, შპრიცის ან მოსამზადებელი მასალების გაზიარება
|
აივ დადებითი
|
ორი მედიკამენტისგან შემდგარი ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა ეფექტურია, მაგრამ უპირატესობა ენიჭება სამი მედიკამენტის გამოყენებას.
უპირატესი რეჟიმები მოზრდილებსა და მოზარდებში:
·
ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) უპირატესი ბაზისური კომბინაციაა მოზრდილებსა და მოზარდებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისათვის (ძლიერი რეკომენდაცია, დაბალი-ზომიერი ხარისხის მტკიცებულება);
· მოზრდილებსა და მოზარდებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისათვის მესამე მედიკამენტის სახით უპირატესია
გამოვიყენოთ ლოპინავირ/რიტონავირი (LPV/r) ან ატაზანავირ/რიტონავირი
(ATV/r). თუ ხელმისავწოდმია ალტერნატივად შესაძლებელია განვიხილოთ რალტეგრავირი (RAL), დარუნავირ/რიტონავირი (DRV/r) ან ეფავირენზი (EFV) (პირობითი რეკომენდაცია, ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულება);
უპირატესი რეჟიმები 10 წლამდე ასაკის ბავშვებში:
ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) უპირატესი ბაზისური კომბინაციაა 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისათვის (ძლიერი რეკომენდაცია, დაბალი ხარისხის მტკიცებულება);
·
10 წლამდე ასაკის ბავშვებში მესამე მედიკამენტის სახით უპირატესია გამოვიყენოთ ლოპინავირ/რიტონავირი
(LPV/r). ასაკის შესაბამისად შესაძლოა, განხილულ იქნას შემდეგი ალტერნატიული მედიკამენტები: ატაზანავირ/რიტონავირი (ATV/r), რალტეგრავირი (RAL), დარუნავირ/რიტონავირი (DRV/r), ეფავირენზი (EFV) და ნევირაპინი (NVP)(პირობითი რეკომენდაცია, ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულება).