Logo

სიბრმავე

title

სიბრმავე

სიბრმავე არის მხედველობის არქონა. ქრონიკული სიბრმავის მთავარი მიზეზებია: კატარაქტა, გლაუკომა, ყვითელი ხალის დეგენერაცია, რქოვანას გადაგვარება, დიაბეტური რეტინოპათია, ტრაქომა და ბავშვთა ასაკის თვალის პათოლოგიები. ასაკთან დაკავშირებული სიბრმავე, რადგან ის კავშირშია არა ნამკურნალებ ან არა კონტროლირებად დიაბეტთან, მსოფლიო მასშტაბით მზარდია. ამასთან განსხვავებით, ინფექციებით გამოწვეული სიბრმავე, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციების შედეგად, მცირდება. აღიარებულია, რომ სიბრმავის შემთხვევათა უმეტესობა (75%) შესაძლებელია იქნეს ნამკურნალები ან თავიდან აცილებული.[i]

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • შეფასებითი მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის დაზიანება აქვს 285 მილიონ ადამიანს. ამათგან: 39 მილონი არის ბრმა და 246 მილონს აქვს დაქვეითებული მხედველობა.
  • მსოფლიოში მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანთა 90% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
  • ბრმა ადამიანთა 82% არის 50 წლის და მეტი ასაკის.
  • მსოფლიოში მხედველობის ზომიერი და მძიმე დაზიანების მთავარი მიზეზი არის

არა კორექტირებული რეფრაქციული დარღვევები;  დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიბრმავის მთავარი მიზეზია კატარაქტა.  

  • ბოლო 20 წლის მანძილზე ინფექციებთან დაკავშირებული მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანთა რიცხვი შემცირდა.
  • მხედველობის დაზიანების შემთხვევათა 80% -ის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია.

განსაზღვრებანი

გამოყოფენ მხედველობის ფუნქციის 4 დონეს:

  1. ნორმალური მხედველობა.
  2. მხედველობის ზომიერი დაზიანება.
  3. მხედველობის მძიმე დაზიანება.
  4. სიბრმავე.

ვინ არის რისკის ქვეშ?

მხედველობის დაზიანების მქონეთა დაახლოებით 90% ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში. მხედველობის დაზიანების მქონეთა დაახლოებით 65% არის 50 და მეტი წლის, როცა ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 20% შეადგენს. სამომავლოდ, ბევრ ქვეყანაში ასაკოვანთა პროპორციის ზრდის კვალობაზე, მეტი და მეტი ადამიანი იქნება მხედველობის დაზიანების რისკის ქვეშ თვალის ქრონიკულ დაავადებათა და დაბერების პროცესების გამო.

შეფასებითი მონაცემებით, მსოფლიოში მხედველობის დაზიანება აქვს 15 წლამდე ასაკის 19 მილიონ ბავშვს. ამათგან 12 მილიონს აქვს რეფრაქციული დარღვევები, ანუ ისეთი მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია ადვილად იქნეს დიაგნოსტირებული და კორექტირებული. 1,4 მილიონი არის შეუქცევადად ბრმა და საჭიროებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ფსიქოლოგიური და პერსონალური განვითარებისათვის.

ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებები

მიუხედავად ასაკოვანი მოსახლეობის დაბერების პროცესისა, 90-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში მხედველობის დაზიანებას კლების ტენდენცია აქვს. ეს კლება ძირითადად მოხდა ინფექციებით გამოწვეული მხედველობის დაზიანებას შემცირების ხარჯზე, რასაც ხელი შეუწყო:

  • საერთო სოციო-ეკონომიკურმა განვითარებამ;
  • შეთანხმებულმა საზოგადოებრივ ჯანდაცვითმა აქტივობებმა;
  • მხედველობაზე ზრუნვის სერვისების შესაძლებლობათა გაზრდამ;
  • მხედველობის დაზიანებათა მოგვარების (ქირურგია, რეფრაქციული მოწყობილობა და ა.შ.)შესახებ ზოგადი პოპულაციის ინფორმირებულობის გაზრდამ.

გლობალური პასუხი სიბრმავის პრევენციისათვის

გლობალურად მხედველობის დაზიანებათა 80% -ის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია. ბოლო 20 წელიწადში შეინიშნებოდა პროგრესი შემდეგი მიმართულებებით:

  • მთავრობებმა შეიმუშავეს ნაციონალური პროგრამები და რეგულაციები მხედველობის დაზიანებათა პრევენციისა და კონტროლისათვის;
  • მხედველობაზე ზრუნვის სერვისების შესაძლებლობები გაიზარდა და მოხდა მისი მზარდი ინტეგრირება პირველადი და მეორადი ჯანდაცვის სისტემებში ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნა მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი სერვისი;
  • ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანიები მხედველობითი ფუნქციის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლების შესახებ, მათ შორის სკოლებში;
  • მოხდა მთავრობათა ხელმძღვანელი როლის გაძლიერება საერთაშორისო პარტნიორობაში, კერძო სექტორის მზარდი ჩართულობით.

ბოლო 20 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მხედველობის დაზიანებათა პრევენციისა და მკურნალობის საქმეში ბევრმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. მეტიც, ონქოცერკოზით და ტრაქომათი ავადობის შემცირებამ გამოიწვია ამ დაავადებებთან დაკავშირებული სიბრმავის და ავადობის ტვირთის მნიშვნელოვანი კლება.

სხვადასხვა ქვეყნების მიღწევები:

  • ბოლო დეკადის განმავლობაში ბრაზილიამ განახორციელა თვალის მკურნალობის სერვისების მიწოდება სოციალური დაზღვევის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
  • მაროკომ განახორციელა საზოგადოებრივი ძალისხმევები გლაუკომას კონტროლისათვის.
  • 2009 წლიდან ჩინეთმა განახორციელა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობაში.
  • ბოლო დეკადის განმავლობაში ომანმა მოახდინა თვალის მკურნალობის სერვისების სრული ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის ჩარჩოში.
  • 1995 წლიდან ინდოეთი აფინანსებს ღარიბ მოსახლეობას თვალის მკურნალობის სერვისებისთვის.

ერთ-ერთი მძლავრმა საერთაშორისო ასოციაციამ (International Association of the Lions Club (LIONS)) განახორციელა სპეციალური პროგრამა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, მათ დააარსეს ბავშვთა მხედველობის სამკურნალო ცენტრები (45 ნაციონალური რეფერირების პედიატრიული ცენტრი 35 ქვეყანაში).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

მხედველობის დაზიანებათა შესამცირებლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლია:

  • მხედველობის დაზიანებათა  მსოფლიო, რეგიონული და ქვეყნების ტრენდების მონიტორირება;
  • სიბრმავის პრევენციისათვის რეგულაციებისა და სტრატეგიების შემუშავება;
  • მონაწილე ქვეყნებისა და პარტნიორებისათვის ტექნიკური დახმარების შეთავაზება;
  • პროგრამების დაგეგმვა, მონიტორირება და შეფასება;
  • საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინაცია ნაციონალურ ძალისხმევათა მხარდასაჭერად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2013 წელს მიიღო მხედველობის ჯანმრთელობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის სამოქმედო გეგმა 2014-19, საგზაო რუკა მონაწილე ქვეყნებისათვის და მიზანი - 25%-ით შეამციროს მხედველობის პრევენტირებადი დაზიანება 2019 წლისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აძლიერებს ნაციონალური და ქვეყნების ძალისხმევებს  პრევენტირებადი სიბრმავის აღმოსაფხვრელად და ეხმარება ჯანდაცვის ნაციონალურ პროვაიდერებს თვალის დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. ეს ათწლეული ფოკუსირებულია ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სისტემების ფორმირებაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უზრუნველყოფს პარტნიორების და კერძო სექტორის ტექნიკურ მხარდაჭერას 2020 წლისათვის მსოფლიოში ტრაქომას ელიმინაციის მიზნით.[ii]



[i] http://www.who.int/topics/blindness/en/

[ii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs282/en/