title
ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.
ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:
- ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,
- ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,
- ჰიპერაქტიულობას,
- სირთულეებს კითხვისას,
- კოორდინაციის გაძნელებას,
- ქცევით დარღვევებს,
- დაბალ მოსწრებას სკოლაში,
- ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.
კლინიკური სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის არეში,
- ანემია,
- ყაბზობა,
- თავის ტკივილი,
- მადის დაქვეითება.
ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
როგორ დავიცვათბავშვებიტყვიითმოწამვლისაგან?
- ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით,
- მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები,
- მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი,
- ბავშვს მიეცით რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას,
- ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის შენარჩუნებას,
- განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს,
- მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში,
- აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში,
- არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.
არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დოზა.
დედისორგანიზმშიტყვიისმომატებულიშემცველობაგავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.
სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტს.
ბავშვისტყვიითმოწამვლისყველაზეხშირიმიზეზიასაყოფაცხოვრებომიზნითგამოყენებულისაღებავი.