Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილი, 2021 წელი

title

„ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო“

 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. 2021 წლის კამპანიის სლოგანია: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო“

სამყარო უთანასწოროა

როგორც COVID-19–ის პანდემიამ ნათლად დაგვანახაზოგიერთ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჯანსაღადმათ აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე სხვებზე უკეთესი ხელმისაწვდომობარაც დამოკიდებულია იმ პირობებზერომელშიც ისინი დაიბადნენგაიზარდნენცხოვრობენმუშაობენ და ბერდებიან.

მსოფლიოში არსებობენ ადამიანთა ჯგუფებირომელთაც თავი ძლივს გააქვთაქვთ ძალიან დაბალი შემოსავალიცუდი საცხოვრებელი პირობები, განათლების მწირი შესაძლებლობები, ხშირია უმუშევრობასახეზეა გენდერული უთანასწორობა, მათ ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ ხელმისაწვდომობა უსაფრთხო გარემოზესუფთა წყალსა და ჰაერზეუსაფრთხო სურსათსა და ჯანმრთელობის სერვისებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს გაუმართლებელ ტანჯვას; დაავადებებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია და ნაადრევ სიკვდილს; ზიანს აყენებს საზოგადოებებსა და ეკონომიკას.

ეს არა მხოლოდ უთანასწოროა, მისი პრევენცია შესაძლებელია!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებსყველაფერი გააკეთონ, რათა თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებითამავდროულადჯანმო მოუწოდებს ლიდერებს განახორციელონ უთანასწორობის მონიტორინგი და მოქალაქეებისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის გააკეთეოს ყველაფერირათა ყველას ყველგან ქონდეს საშუალება განახორციელოს საკუთარი ჯანმრთელობის უფლება.

COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიოს ქვეყნებსგანსაკუთრებით კი იმ მოსახლეობასრომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიანაქვთ დაავადებების მაღალი რისკი და ნაკლები ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე და, შესაბამისად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის პირობებში

სამედიცნო მომსახურების უთანასწორობა არ არის ახალიმიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში  შეინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლების გაუმჯობესება და ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაეს მიღწევები არ არის თანაბრად გადანაწილებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში და  სხვადასხვა ქვეყანებშიგანხვავება შეინიშნება ასაკობრივ ჯგუფების მიხედვითაც, ადრეული ასაკიდან სიცოხლის ბოლომდე.

ეს არა მხოლოდ უთანასწოროა, მისი პრევენცია შესაძლებელია! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებსყველაფერი გააკეთონ რომ თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებითამავდროულადჯანმო მოუწოდებს ლიდერებს განახორციელონ უთანასწორობის მონიტორინგი და მოქალაქეებისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

ცხადია, თანამედროვე საზოგადოებისა და მომავალი თაობების კეთილდღეობისგანვითარების, მდგრადობის და სიცოცხლიუნარიანობისათვის აუცილებელია გოგონებსა და ბიჭებს თანაბრად კარგი პირობები ქონდეთ დაბადებისას და მთელი სიცოცხლის მანძილზე.[i]

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი აქცენტები

1. შემოუერთდით კამპანიას უფრო სამართლიანიჯანმრთელი სამყაროსათვის

·         სამყარო უთანასწოროაზოგიერთ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჯანსაღადმათ აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე უკეთესი ხელმისაწვდომობარაც დამოკიდებულია იმ პირობებზერომელშიც ისინი დაიბადნენგაიზარდნენცხოვრობენმუშაობენ და ბერდებიან უთანასწოროა, მაგრამ პრევენცია შესაძლებელია!

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს განახორციელონ ჯანმრთელობის უთანასწორობის მონიტორინგი და გამოიკვლიონ უთანასწორობის მიზეზებირათა თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებით.

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს  თითოეული ადამიანისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

2. ერთად დავასრულოთ უთანასწორობა ჯანმრთელობის მიმართულებით

·         ჩვენ ყველას ჩვენი როლი გვაქვს ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული უთანასწორობის მიზეზების აღმოფხვრის პროცესშითუ მთავრობები და საზოგადოებები ერთად იმოქმედებენბევრად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.

·         ჯანმრთელობის მიმართ უთანასწორობა იწვევს გაუმართლებელ ტანჯვას, დაავადებებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია და ნაადრევ სიკვდილს; ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებებსა და ეკონომიკას.

3.    მხარი დავუჭიროთ ჯანმრთელობა ყველასათვის“ პრინციპსარავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს გაფართოვდეს ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაშირათა მივაღწიოთ „ჯანმრთელობას ყველასათვის“. COVID-19-ის პანდემიამ ცხადყორომ არსებულმა უთანასწორობამ კიდევ უფრო სერიოზული ზიანი მიაყენა განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობას. არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მომავალში სიცოცხლიუნარიანობის გასაძლიერებლად აუცილებელია  უზრუნველყოფილი იყოს „ჯანმრთელობა ყველასათვის“. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უთანასწორობის პირველადი მიზეზების აღმოფხვრას, მოსახლეობაში ინვესტირებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

·         გადაუდებელი საჭიროებაა დავიცვათ, გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ მსოფლიო მოსახლეობას: მხოლოდ ამის განხორციელების შემდეგ იქნება შესაძლებელი პანდემიის დასრულება. გარდა ვაქცინების, დიაგნოსტიკისა და სამკურნალო საშუალებების სამართლიანი ხელმისაწვდომობისა, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყონ. ძლიერი სამედიცინო პერსონალი და პირველადი ჯანდაცვა არის ქვაკუთხედი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას ქონდეს საშუალება მიიღოს დროული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახლთან რაც შეიძლება ახლოს.


[1] https://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2021/04/world-health-day-2021/world-health-day-2021

[1] https://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2021/04/world-health-day-2021/key-messages