title
C ჰეპატიტი ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადებაა. ინფექციის გადაცემის ძირითად ფაქტორს სისხლიწარმოადგენს.
C ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა! ის ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია.
C ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობას ისიც ართულებს, რომ ხშირად ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ ვლინდება: დაავადებული თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია.
რა გზებით ხდება C ვირუსული ჰეპატიტის გადაცემა?
- კანის მთლიანობის დარღვევისას სისხლის მეშვეობით
- საერთო შპრიცის გამოყენებით
- არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით (სტომატოლოგიური, სხვა სამედიცინო პროცედურების, ან მანიკური/პედიკური/ტატუ/პირსინგის გაკეთების დროს)
C ჰეპატიტით ინფიცირებული პირისგან სისხლის გადასხმით ან ორგანოების გადანერგვით
- ისეთი საოჯახო ნივთების გამოყენებით, რომელთაც შესაძლებელია შეხება ჰქონდეთ სისხლთან. მაგ: საპარსი, კბილის ჯაგრისი, ფრჩხილების მაკრატელი და ა.შ.
- სქესობრივი გზით (გადაცემის ალბათობა 3-5 %-ია)
- პერინატალური გადაცემა - დედიდან ბავშვზე გადაცემა მშობიარობის დროს (4-7%-ში)
C ჰეპატიტის მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
- ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები
- C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა ოჯახის წევრები
- სამედიცინო პერსონალი, რომელთაც სისხლთან ან მის კომპონენტებთან აქვთ კონტაქტი
- ინფიცირებული დედისგან დაბადებული ბავშვები
- პირები, რომელთაც სისხლის გადასხმა ან ორგანოთა გადანერგვა ჩაუტარდათ
თუ ფიქრობთ, რომ C ჰეპატიტით ინფიცირების რისკის ქვეშ ხართ ჩაიტარეთ ტესტირება! ტესტირება ზრდის C ჰეპატიტის ადრეული გამოვლინებისა და წარმატებული მკურნალობის შანსს. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში ყველაზე ახალი, ეფექტური და ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობას.
გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ადამიანი კვლავ დაავადდეს C ჰეპატიტით!
როგორ ავიცილოთ თავიდან C ჰეპატიტი?
- არ გამოიყენოთ ნახმარი შპრიცი
- არ იხმაროთსხვისი კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილების საჭრელი მაკრატელი და ა.შ.
- სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს, დალაქს, მანიკურის/პედიკურის სპეციალისტს, არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები სტერილური