Logo

გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასება ჯანმრთელობაზე

title

გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასება ჯანმრთელობაზე

გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, მზარდი ურბანიზაცია,  გარდამავალი პერიოდები, მოსახლეობის დაბერება და სხვ. მნიშვნელოვან მოთხოვნებს აყენებს დღის წესრიგში ჯანმრთელობის სისტემების წინაშე.

გარემოს მავნე ზემოქმედების  შეფასება ჯანმრთელობაზე (ჯგმზშ) - ის ფორმალური პროცესია, რომელიც გამოიყენება გარემოს გავლენის (პოზიტიურისა და ნეგატიურის) შედეგების შესაფასებლად გეგმის, პოლიტიკის, პროგრამის ან პროექტის დონეზე. 

ეკონიმიკური სექტორები, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ბინათმშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მაგ.  ტრანპორტი - ჰაერის გაბინძირების, ხმაურის და ტრავმატიზმის ძირითადი ფაქტორია, მაგრამ „ჯანსაღი ტრანსპორტის პოლიტიკას“ შეუძლია შეამციროს რისკები და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ქცევის წესების შეცვლასა და ფეხით და ველოსიპედით სიარულის  დამკვიდრებას ყოველდღიურ პრაქტიკაში. 

გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასება ჯანმრთელობაზე  - მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტია, რაც საშუალებას იძლევა უკეთ იქნეს აღქმული და გაგებული კავშირი ჯანმრთელობასა და სხვა სექტორებს შორის.

გარემოსა და ჯანმრთელობის მეხუთე მინისტერიალურ კონფერენციაზე პარმაში (2010) მიღბულ იქნა დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა ჯანმოს 53 წევრმა-ქვეყანამ, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გარემოს ჯანმრთელობაზე შეფასების მნიშვნელობას ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. 

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მარტო ჯანმრთელობის სექტორი, ცალკე აღებული, ვერ გასწვდება და მოაგვარებს კომპლექსურ  და რთულ, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედ რისკის ფაქტორებს თანამედროვე საზოგადოებაში, მაშინ როცა გარემოს, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის  და სხვა სფეროების პოლიტიკურ კურს შეუძლია და მძლავრ გავლენასაც ახდენს ჯანმრთელობის დეტერმინანტებზე.

ჯანმრთელობის დეტერმინანტებში ცვლილებებს მივყავართ ინდივიდის ან მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოსავლის ან ჯანმრთელობის სტატუსის ცვლილებამდე.

თანამედროვე პირობებში სულ უფრო მეტად ვლინდება ინტერსექტორული მუშაობა   და ჯგმზშ მკვიდრდება როგორც ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რათა მიღწეულ უნდა იქნას  სექტორთაშორისი ეფექტური მუშაობა და გამოვლინდეს, თუ სად იკვეთება გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხები.  

გარემოს მავნე გავლენის შეფასება ჯანმრთელობაზე ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებთ  სწორი ალტერნატიული არჩევანის  და ეფექტური ღონისძიებების გამონახვაში დაავადებათა/დაზიანებათა შემცირებისა და ჯანმრთელობის აქტიურად ხელშეწყობის მხრივ. ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შეფასება   ასევე იძლევა პრაქტიკული გადაწყვეტილების  მიღების საშუალებას ადგილობრივიდან გლობალურ დონემდე. 

ჯგმზშ-ის მთავარი მიზანია მტკიცებულებებზე-დაფუზნებული რეკომენდაციების შემუშავება  გადაწყვეტილების მიმღებთათვის. 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოს სტრატეგიული შეფასება ტარდება გაცილებით ადრე ვიდრე ჯგმზშ. ორივე მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტებია მდგრადი განვითარებისათვის. მათ განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ფართო საზოგადოება მთელ რიგ სექტორებში ჩართვის გზით. 

ჯანმო აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება წევრ-ქვეყნებს ჯანმრთელობაზე გარემოს მავნე ზემოქმედების  შეფასების მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შემუშავებაში და აქცენტს აკეთებს გაბვითარებადი პროექტების პროსპექტულ შეფასებაზე.   

ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ნიდერლანდების გარემოს შეფასების კომისიის (NCEA) ორგანიზებით 2015 დაიწყო ახალი  პროექტის  ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA), გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (EIA) და ინსპექტირების შესახებ“, რაშიც  ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სურვილი, შეასრულოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, იზრუნოს გარემოზე და მოახდინოს გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენცია, შემსუბუქება ან თავიდან აცილება.2017 წლის ივნისს მიღებულ იქნა  საქართველოს კანონი 890-IIს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელიც  არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები.

გარემოს დაცვის სფეროში, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტული  საკითხები, მათ შორის, სტრატეგიული დაგეგმვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება, განათლება და ტრეინინგი, მონიტორინგი და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემები, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, ადმინისტრაციული და სამართლებრივი განხილვის ეფექტიანი პროცედურები, ასევე, ჰაერის ხარისხის, წყლის ხარისხის და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, ინდუსტრიული დაბინძურება და ქიმიური ნივთიერებების მართვა.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას შემდეგ სფეროებში:

კანონპროექტის მიხედვით, დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა.  კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 ამ კოდექსის მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე;

ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა;

გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;

დ) გარემოსდაცვითი  შეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

2. ამ კოდექსის ამოცანებია:

ა) განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უფლებები და მოვალეობები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების ყველა შესაძლო შედეგის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული, შემცირებული ან შერბილებული;

გ) განსაზღვროს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება - სგშ

სგშ-ის მიზანია:

ა) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისა და მიღების/დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

გ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინება;

დ) სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება - სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაში მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.

2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.

კანონპროექტით განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული ახალი საქმიანობების ჩამონათვალი. გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და ზემოქმედების ხარისხის გათვალისწინებით, საქმიანობები დაჯგუფებულია  ორ დანართში. პირველ დანართში მითითებული საქმიანობები ცალსახად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. რაც შეეხება მეორე დანართში მითითებულ საქმიანობებს, მათთვის თავდაპირველად გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურის ჩატარება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ექვემდებარება თუ არა საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

პროექტის მიხედვით, სკოპინგი არის  პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.  ხოლო,  სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.

“ამდენად, ერთი შეხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი იზრდება, თუმცა, რეალურად, მეორე დანართში მოცემული საქმიანობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, თუ ეს დადგინდება სკრინინგის გადაწყვეტილებით.”

არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ცალკეულ პროექტებზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად ეფექტიანი მექანიზმი, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორებში დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. შესაბამისად, გამოიკვეთა საჭიროება ამა თუ იმ გეგმის/პროგრამის შემუშავების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე გათვალისწინებულ იქნეს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ამისათვის, საჭიროა ახალი, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტიტუტის დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში. რაც გულისხმობს სხვადასხვა დონეზე, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას და საუკეთესო ალტერნატივების გამოვლენას.

გარემო ფაქტორები, რომლებიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ და/ან აღმოვფხვრათ, ყოველწლიურად 1.4 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში. ამ რეგიონში განმსაზღვრელი გარემო ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე დაკავშირებულია არაგადამდებ დაავადებებთან, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევებსა და არაგანზრახ დაზიანებებთან, რასაც თან ახლავს არსებულ და ახალი ტიპის გადამდებ დაავადებებზე კლიმატის ცვლილებითა და ბიომრავალფეროვნების განადგურებით განპირობებულ ზემოქმედებასა და უარყოფით რეპროდუქტიულ შედეგებთან დაკავშირებული მზარდი პრობლემა. არსებული და განვითარებადი გამოწვევების მომატება მოითხოვს დამატებით ძლიერი ერთობლივი ქმედებების განხორციელებას.

გარემოსა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი სახელმწიფოების მინისტრები და წარმომადგენლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორთან ერთად, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფარგლებში, ევროპის რეგიონის დირექტორის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების, გაეროს სხვა ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანდასწრებით შეიკრიბნენ გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციაზე 2017 წლის 13-15 ივნისს ქ. ოსტრავაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ერთიანი სამომავლო ღონისძიებების შესამუშავებლად, არსებული და მომავალი თაობებისათვის გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებების ტვირთის შესამსუბუქებლად და დაინტერესებულ მხარეებს შორის სინერგიის ხელშესაწყობის მიზნით, რაც მდგრადი განვითარებისათვის გაეროს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის მთავარი წინაპირობაა. კონფერენციის ძირითადი დევიზი იყო - „უკეთესი ჯანმრთელობა, უკეთესი გარემო, მდგრადი არჩევანი“

კონფერენციაზე მიღებულ იქნა 18-პუნქტიანი დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა ჯანმოს წევრი სახელმწიფოებისათვის.

კონფერენციაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა, რათა გააუჯობესონ  გარემო და ჯანმრთელობა საერთაშორისო, ეროვნულ და ქვეყნის რეგიონალურ დონეებზე. გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციის დეკლარაციის საშუალებით. ეს დოკუმენტი მოწოდებულია წევრი სახელმწიფოებისათვის როგორც გზამკვლევი, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნული პორტფელიოს შემუშავებას. იგი ხაზს უსვამს დეკლარაციის მნიშვნელობას და წარმოადგენს მისაღწევ ამოცანებს  პრიორიტეტებთან მიმართებაში და იძლევა მათ მისაღწევ აქტივობებს.

მინისტერიალში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მხარემ, რითაც გამოხატა მზადყოფნა ოსტარავის დეკლარაციის ვალდებულების შესრულებისათვის. (გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციის დეკლარაცია და შესაძლო აქტივობების კომპენდიუმი  ოსტრავა დეკლარაციის განხორციელების  მისაღწევად, განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე: www.ncdc.ge).

 

http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/health-impact-assessment

http://www.who.int/hia/green_economy/en/

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3691981

http://www.moe.gov.ge/ka/home

http://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2017/06/sixth-ministerial-conference-on-environment-and-health