Logo

სახელმწიფო პროგრამა

title

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №828

2020 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

 

2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

 

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა

(პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID - 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი:

) რომელიცახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომშიმინისტრი) შესაბამისი ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, ექვემდებარება კარანტინს (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში); ან/და

) ცხელების მქონე პირი, რომელსაც COVID-19-ზე ტესტირებით მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი ან/და  „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ − კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც მსუბუქად მიმდინარე შემთხვევა და ექვემდებარება იზოლაციას სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით.

2. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტის  მოსარგებლეა  საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

3. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტის.“ და „.ქვეპუნქტების მოსარგებლეა:

) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა;

) „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით (შემდგომში − №164 განკარგულება) განსაზღვრული ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა; რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ №164 განკარგულების №2 დანართის შენიშვნის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული PCR კვლევა;

) №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საიზოლაციო სივრცის დატოვებისას გათვალისწინებული კვლევების ფარგლებში.

4. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.5. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას:

.) საკარანტინე სივრცეების ()იპსაქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი), სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით (გარდა აჭარის / ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);

.) კარანტინის კოორდინატორის მომსახურებას;

.) ამავე ქვეპუნქტის.ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

.) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;

.) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის  მე-9 მუხლის მე-11 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

.) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით, მათ შორის:

..) ტესტირებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით;

..) ტესტირებას ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (მათ შორის, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებში ჩართული პირების  ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით).

) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, მათ შორის:

.) შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას (გარდა COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისა);

.) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას;

.) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას;

.) ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა.ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას.

) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალისბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების  მეშვეობით მომსახურება მოიცავს სააგენტოს მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (სულ − 300 ერთეული) შრომის ანაზღაურებას;

) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციასახელმწიფო პროგრამის (დანართი №14) ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას დროებითი ღონისძიების სახით, საჭიროების გათვალისწინებით;

) „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებების, მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;

) ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მიღებული) ლოჯისტიკას, რომელიც მოიცავს:

.) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის უზრუნველყოფას;

.) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას . თბილისში, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში;

) ამ მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ექთანი, უმცროსი ექიმი, კლინიკური მენეჯერი, ჰოსპიტალური მენეჯერი და სხვა) მობილიზებას, ()იპსაქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით;

) ამ მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებით  ანაზღაურებას, რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში;

) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (. .: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვას,  „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის (შემდგომშისაკოორდინაციო კომისია) გადაწყვეტილების შესაბამისად;

) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (. . სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების  შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;

მ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 166 ერთეული) შრომის ანაზღაურებას;

) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვისგანმახორციელებელი ჯგუფის (PIU) ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ, სამინისტროს მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული PIU წევრების შრომის ანაზღაურება.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

ამ დანართის მე-3 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ამასთან, „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებებისთვის − არაუმეტეს თვეში 20 000 ლარისა;“;

ბ) „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით (მომსახურების ფაქტობრივ ხარჯში მოგების წილი არ უნდა აღემატებოდეს სახარჯი მასალების ღირებულების გამოკლებით ფაქტიური დანახარჯის 15%-ს), მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არა უმეტეს – 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით (მათ შორის, სახარჯი მასალის ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არა უმეტეს 5 ლარისა), ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე არაუმეტეს 150 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 100 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 50 ლარისა), ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 120 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 90 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 30 ლარისა);

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე – არაუმეტეს 50 ლარისა, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე − არაუმეტეს 30 ლარისა;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არა უმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება არა უმეტეს 30 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 25 ლარისა);

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არა უმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება − არაუმეტეს 25 ლარისა;

გ.გ) მე-3 მუხლის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 22 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.დ) მე-3 მუხლის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა;

გ.ე)

დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში მე -3  მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება;

დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ მომსახურებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მედიკამენტების, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ჩათვლით) მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა;

 დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;

დ.დ) ,,გ.დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

დ.დ.ა) თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის  №36  დადგენილების და ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული დამატებითი (პირდაპირი) ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით; ამასთან, თუ სტაციონირება გრძელდება COVID-19-ის დიაგნოზით, შემთხვევის დასრულებამდე ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ხარჯი;  

დ.დ.ბ) თუ დაწესებულების ბაზაზე  მყოფი პაციენტის ძირითად დიაგნოზად ფიქსირდება COVID-19 ან ხდება სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირება, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ხარჯი.

.) იმ შემთხვევაში, თუ  მე - 3 მუხლის „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტით არ დადასტურდა COVID-19, მაგრამ პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  დადგენილების ფარგლებში, დანართ №1.1-ით, დანართ №1.3-ით, დანართ №1.4-ით, დანართ №1.5-ით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.8-ით გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად;

.) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაშიდაწესებულებებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფისა. ამასთან, ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში დაწესებულება, სადაც განხორციელდა ქირურგიული ჩარევა, დაფინანსდება ტარიფის 70%-ით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  დადგენილების  ფარგლებში,  ხოლო თერაპიული მომსახურების შემთხვევაში, კლინიკებს შორის თანხის გადანაწილება მოხდება გატარებული დღეების პროპორციულად;

.) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარული მკურნალობისას, ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა და  მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება მოხდეს ამ დანართის მე-4 მუხლის.ქვეპუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

) „ქვეპუნქტით გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით;

) „ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა მობილიზებული საწოლების  რაოდენობა:

.) ნაკლებია ან ტოლია 80-ისაუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 100 ლარი;

.) მეტია 80-ზეაუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარი;

.) ამ პუნქტის.და.ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს (გარდამინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა), ასევე ეპიდემიოლოგისა და COVID-19-ის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ლაბორატორიული პერსონალის დამატებით ანაზღაურებას (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევის (მე-3 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება)  შემთხვევაში, ფაქტობრივი ხარჯით წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები (. ., კვების ჩათვლითა და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტების შრომის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

) „ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების  გათვალისწინებით და მოიცავს პერსონალის ხელფასს, მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში);

) „ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდებასაქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებმინისტრის შესაბამისი ბრძანებისა და ამავე მუხლისქვეპუნქტის მიხედვით განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით:

.) რეანიმაციული საწოლითითოეულ საწოლზე დღიურად  დამატებით 68 ლარი;

.) თერაპიული საწოლითითოეულ საწოლზე დღიურად  დამატებით 27 ლარი;

.) ამავე ქვეპუნქტის ,,თ.და ,,თ.ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა მოიცავს სამედიცინო პერსონალის, კერძოდ: რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის/თერაპევტის/და სხვ., ასევე უმცროსი ექიმის, ექთნის, სანიტრის დამატებით ანაზღაურებას (გარდამინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა და მე-3  მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალისა), ამასთან, დანამატის ოდენობა განისაზღვრება სთ-ში:

თ.გ.ა) ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვაარანაკლებ 5 ლარისა;

თ.გ.ბ) რეანიმატოლოგიარანაკლებ 8 ლარისა;

თ.გ.გ) უმცროსი ექიმიარანაკლებ 4 ლარისა;

თ.გ.დ) ექთანიარანაკლებ 3 ლარისა;

თ.გ.ე) სანიტარიარანაკლებ 1,5 ლარისა.

) პროგრამით განსაზღვრული მომსახურება (გარდა ამავე მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტისა) არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვაგაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების მეშვეობით. ჯინექსპერტ აპარატებზე ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების მწარმოებელი კომპანიისგან შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნისაგან;

) ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „.“, „და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/დასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.

2. პროგრამის მე-3 მუხლისდა ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

4. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება  გადაუდებელი აუცილებლობით ან/დასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სააგენტოს მიერ.

6. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/დასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

7. პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/დასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტისქვეპუნქტის ან/და 101  მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აივ ინფექციასთან/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების (მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმა) მეშვეობით, მათ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ასევე ჯინექსპერტ აპარატებზე და ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების შესყიდვა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

8. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების ფარგლებში შესყიდული შესაბამისი საქონლის შესაბამისი პირებისათვის გადაცემასსახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის მე-2 პუნქტის (უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე) ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში შესყიდული ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებისა და რეაგენტების მიწოდება ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საკვლევი მასალის ასაღები მასალების მიწოდება განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური/საქალაქო სამსახურების მეშვეობით  პროგრამის მე-3 მუხლისქვეპუნქტის.და.ქვეპუნქტების მიმწოდებლებისთვის.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის მე-3 მუხლის:

) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტითა დაქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

) ,,ა“ ქვეპუნქტის „.და.ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სააგენტო;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

) „ქვეპუნქტის:

.) „.ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებმინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;

.) „.ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელიასაქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებმინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;

.) „.ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სია, ასევე სერვისის განხორციელების მექანიზმი განისაზღვრება  მინისტრის სამართლებრივი აქტით;“;

) „ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

) მე-3 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან ამავე მუხლისქვეპუნქტის მიმწოდებელი ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამავდროულად განსაზღვრულიასაქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებმინისტრის  შესაბამისი ბრძანებით.

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის“, „“, „“, „“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

2. პროგრამის მე-3 მუხლის  „“, „დაქვეპუნქტების განმახორციელებელია ცენტრი.

3. პროგრამის მე-3 მუხლის“, და „“,ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 350,000.0 ათასი ლარით.

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. მე-3 მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას უზრუნველყოფს ()იპსაქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი;

2. მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „.ქვეპუნქტი მოიცავს ასევე COVID-19-ით ინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევებს წინასწარი კლინიკური შეფასების საფუძველზე, COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირების გარეშე.

3. მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას/შერჩევას უზრუნველყოფს ()იპსაქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

4. მე-3 მუხლის“, „“, „დაქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტ­ცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.

5. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, გარდა მე-3 მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტისა,  ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ხოლო მე-3 მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 4 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

6. მე-3 მუხლისქვეპუნქტის.ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს COVID 19-ის დადასტურებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლის ნიმუშების მოგროვება და შენახვა, შემდგომში ლუგარის ცენტრში დაარქივების მიზნით,  ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.

7. მე-3 მუხლისქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდებული სერვისების შესაბამისად, უზრუნველყოს მის ბაზაზე დარეგისტრირებული ბენეფიციარების, ასევე შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების აღრიცხვა COVID-19-ის მონიტორინგის ელექტრონულ მოდულებში ყოველდღიურად, დღეში ორჯერ (დილის 10:00 სთ-სა და საღამოს 20:00 სთ-ზე).

8. COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის საკარანტინე სასტუმროში გადაყვანილი პაციენტების ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი.

9. მე-4 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებებზე გაიცემა განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

10. მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ლოჯისტიკასთან დაკავშირებული წესები და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

11. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID 19-ის დიაგნოსტიკა განხორციელდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის, ამავე განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

12. პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ექვემდებარება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფები, გარდა შემდეგი ჯგუფებისა:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები, მათ შორის:

ა.ა) „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

ა.ბ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ა.გ) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით (შემდგომში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანება) განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით).

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით.

13. კორონავირუსზე პჯრ ტესტირებისთვის გაერთიანებული ნიმუშების (Pool)  ტესტირების პროტოკოლი მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით.

14. იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან პროგრამის  ფარგლებში პჯრ ტესტირების მომსახურების მიმწოდებლებად, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფების ტესტირება ნებადართულია მხოლოდ პულირების (დაჯგუფების) მეთოდით და პჯრ ტესტირების მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მე-4 მუხლის „გ.ბ.გ“ და „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

15. COVID-19-ზე პჯრ დიაგნოსტიკაში ჩართულ ლაბორატორიებში საკვლევი ნიმუშების ლოჯისტიკის მართვის მიზნით:

ა) ლაბორატორიები ვალდებული არიან ცენტრში წარადგინონ ინფორმაცია მათი ლაბორატორიული სიმძლავრეების თაობაზე (არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პერსონალი, სამედიცინო დაწესებულებებთან აღებული ვალდებულებები), ასევე მასში შესული ცვლილებების თაობაზე, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში” - ფორმა IV-14/2-ში, ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საკვლევი ნიმუშების ზღვრული ოდენობების რეგისტრაციას;

გ) ლაბორატორიების მიერ მათზე რეგისტრირებულ (5%-ზე მეტი ოდენობით) ნიმუშებზე კვლევის შედეგების რეგისტრაციის ზედიზედ ორი დღის მანძილზე დაგვიანების შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ლაბორატორიაზე რეგისტრირებული საკვლევი ნიმუშების მიღების ზღვრული რაოდენობების შემცირებას 25%-ით, რომლის დაბრუნება საწყის ოდენობაზე ხორციელდება ხარვეზების აღმოფხვრიდან არანაკლებ 96 საათის შემდეგ;

დ) ლაბორატორიის თანამშრომლების ინფიცირების ან სხვა პრობლემებით სერვისების შეფერხების რისკის შემთხვევაში, ლაბორატორია დროებით აჩერებს საქმიანობას ცენტრთან შეთანხმებით, აღნიშნული შეფერხების აღმოფხვრამდე.

16. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ.: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვა ასევე ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მიერ.

17. მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებითი ანაზღაურება (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში.