title
წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR)
იცავს დაავადებისგან |
წითელა, წითურა, ყბაყურა |
ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება ღრმად კანქვეშ, მხრის შუა მესამედის გარე ზედაპირზე. |
ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე; იმუნოდეფიციტები (მაგ. ჰემატოლოგიური და სიმსივნური წარმონაქმნები, ხანგძლივი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან მძიმე სიმპტომური აივ ინფექცია); ორსულობა; არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი; ანაფილაქსიური რეაქცია კვერცხის ცილაზე, აცრა ტარდება ქათმის ფიბრობლასტით ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით |
გაფრთხილება |
ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების უახლესი გადასხმიდან ინტერვალი ≤11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია პროდუქტზე);
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე! |
ცრუ უკუჩვენებები |
ცრუ უკუჩვენებები ვაქცინაცია ტარდება მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები); ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი; განვითარების მანკები, ფერმენტოპათია; დისბაქტერიოზი; ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები; ჰიპოტროფია; დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე); ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში; დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ); სეფსისი ანამნეზში; აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი); ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება; მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია; ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი; ბუნებრივი ან ხელოვნური კვება; რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი. |